რატომ უნდა მივირთვათ ბანანი ყოველდღე? ბანანის სასარგებლო თვისებები,რომლებიც აქამდე არ იცოდით
ალბათ, ძალიან ხშირად წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ, რომ ბანანი არცისე სასარგებლოა და ის მონელების პროცესს აფერხებს, თუმცა, ეს მითია. ბანანი იდეალური პროდუქტია და მეტიც, ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. დამტკიცებულია, რომ ბანანი დადებითად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, ხელს უწყობს სისხლში ენდორფინების გამოყოფას, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მისი სასარგებლო თვისებებისა.
ბანანის სასარგებლო თვისებები:
1) პირველ რიგში, დაივიწყეთ მითი, რომ ბანანი ძალიან კარლორიულია. ყოველთვის ჯობს, რომ ბანანით წაიხემსოთ, ვიდრე დაბალკალორიული კეფირით ან რომელიმე ფაფით.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი , რომელსაც ის შეიცავს შეიწოვს სითხეს.
2) ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა საკვებში ნაკლებად გვხვდება და შესაბამისად, ამ ნივთიერების ნაკლებობა გვაქვს. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და გვეხმარება, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბანანი შევჭამოთ აქტიური ვარჯიშის შემდეგ, რათა კუნთის ტკივილი შევამციროთ , ეს კი კალიუმისა და მაგნიუმის დამსახურებაა.
3) თუ ბანანს ხშირად მიიღებთ, ის დადებითად აისახება თქვენს გარეგნობაზე - კერძოდ, ბანანი აქრობს სიშავეს თვალის ირგვლივ.
4) სუფთა სისხლძარღვები
სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს.
5) დახმარება დიაბეტის დროს
ტროპიკური ხილი სახამებლის განსაკუთრებულ (რეზისტენტულ) სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მწვანე ბანანებში გვხვდება. შედარებისთვის, თუ საშუალო ზომის მწვანე ბანანი სახამებლის 12,5 გრამს შეიცავს, მწიფე ბანანში ეს რიცხვი 5 გრამს არ აღემატება.