ლაურა რეხვიაშვილის რეცეპტები: სოკოს ჩაქაფული და შქმერული - Gemrielia.ge

ლაურა რეხვიაშვილის რეცეპტები: სოკოს ჩაქაფული და შქმერული

სოკოს ჩაქაფული

საჭიროა :

500 გრ სოკო

2-3 კონა ტარხუნა

3 თავი ხახვი

ნახევარი კონა ნედლი ხახვი

1 კონა ქინძი

ნახევარი კონა ოხრახუში

2-3 ღერი ნიახური

წიწაკა

ტყემალი

 

დაჭრილი ქამა სოკო ჩაყარეთ ცოტა ცხიმში (ძალიან დაბალ ცეცხლზე). ადუღეთ საკუთარ წვენში. წვენის დაშრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თეთრი ღვინო. დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მარილი.

 

დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ მომზადებულ სოკოს. შემდეგ მოაყარეთ ტყემალი ზომიერად, კერძი რომ არ გადაამჟავოს. ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ტარხუნა. მწვანილი ისე უნდა იყოს მოყრილი, რომ სოკოს ფენა ზემოდან არ ჩანდეს. დაახურეთ ქვაბს თავზე და ცეცხლს დაუწიეთ.

 

20-25 წუთში კერძი მზად არის.

 

იხილეთ შქმერულის რეცეპტი...