რატომ არ უნდა მივირთვათ მანის ფაფა - ეს ბევრმა არ იცის! - Gemrielia.ge

რატომ არ უნდა მივირთვათ მანის ფაფა - ეს ბევრმა არ იცის!

 

მანის ფაფა - ეს ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი 100%-ით ითვისებს. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ მანი წარმოადგენს ძალიან წმინდად დაღერილ ხორბალს: ღერღილის საშუალო დიამეტრი 0, 25-დან 0, 75 მმ-მდე მერყეობს.

ქიმიური შემადგენლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მანანის ბურღულში სახამებელი 70%-ია, ცილა - 10%, ცხიმი - 1%, წყალი - 14%, ბოჭკოვანა - – 3, 6%, ნახშირწყლები – 71%.

ამას გარდა მანი შეიცავს მინერალებს: კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს, გოგირდს, თუთიას, და В, РР, Е ჯგუფის ვიტამინებს. ბოჭკოვანას მცირე და სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველობა ხელს უწყობს მანანის გლიკემიური ინდექცის ამაღლებას 65 ერთეულემდე.

 

მანანის ფაფა ბევრი სამკურნალო დიეტის მენიუში შედის: გამოიყენება უმეტესად ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დროს, დასუსტებულ და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებში. მანი წმენდს ნაწლავებს, გამოაქვს ცხიმი, ტოქსინები და ლორწო. საჭმლის მომნელებელ ორგანოებში მანის ფაფა ხსნის სპაზმს და ანელებს ტკივილს.

ნაწლავზე არსებულ მიკროსკოპულ ბზარებზე მანანი შემახორცებელ ეფექტს ახდენს, ამიტომ ძალიან ხშირად უნიშნავენ მას წყლულით, გასტრიტით და კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიებით დაავადებულებს.

დასუსტებულ ადამიანებს მანი ძალას მატებთ, აქვეითებს კუჭზე ზეწოლას, ხოლო მათ, ვისაც მცირე წონა აქვთ, ეხმარება მომატებაში.

შესაძლოა, უცნაურადაც ჩანდეს, მაგრამ მანი ცხიმების დაწვაშიც გვეხმარება. გასახდომად წყალზე მომზადებული მანი უნდა მიირთვათ 3-ჯერ დღეში (ცხადია, შაქრისა და ცხიმის გარეშე). დილით შეიძლება ხილიც დაამატოთ.

მანის ფაფა ნაჩვენებია ასევე თირკმლის უკმარისობისა და თირკმლის სხვა დაავადებების დროს, როცა პაციენტის რაციონიდან ამოღებულია ცილები.

ხანშიშესულ ადამიანებში მანანის ბურღული ნაწლავში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენისა და სისხლის უჯრედების დემინერალიზების პროფილაქტიკას ახდენს.

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიიშნავს იმას, რომ მანი ცალსახად სასარგებლო პროდუქტია, უფრო პირიქით!

 

მანანის ბურღულს ძალიან ბევრი მინუსი აქვს:

მანი ხდება ყაბზობის მიზეზი, რადგან მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით წებოვანა და მინიმალური რაოდენობით ბოჭკოვანაა, რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე.

ბევრ ადამიანს აქვს ალერგია გლუტნზე, იგივე წებოვანაზე, რომლითაც მანი ასეთი მდიდარია, ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის მანანის მიღება დაუშვებელია.

მანანის ბურღული ეს არის ყველაზე წმინდად დაღერღილი ხორბალი. ამგვარი დაღერღვის პროცესში მარცვალი კარგავს მთელ თავის ძირითად სასარგებლო ნივთიერებეს და რჩება მხოლო კალორიები. ამიტომ მანანი, სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით, არც ისე სასარგებლოა.

მოხარშული მანანის ბურღული მოხარშული ფქვილის ანალოგია და კალორიულობაც შესაბამისი აქვს. წონაში მატებისგან თავის დასაღწევად, ამ პროდუქტის მოყვარულებმა მანი წყალზე უნდა მოამზადონ, ყოველგვარი შაქრისა და ცხიმის გარეშე. განაგრძეთ კითხვა >>>