კოჭა სისხლში გლუკოზის დონეს 35%-ით აქვეითებს და ქოლესტერინს არეგულირებს - Gemrielia.ge

კოჭა სისხლში გლუკოზის დონეს 35%-ით აქვეითებს და ქოლესტერინს არეგულირებს

მკვლევარებმა კოჭას ფესვზე ყურადღება გაამახვილეს, როგორც ჰიპერტონიითა და დიაბეტით დაავადებულთათვის ნაჩვენებ პოტენციურ საშუალებაზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კოჭას ფესვი აუმჯობესებს სისხლში შაქრის გრძელვადიან კონტროლს ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირებში.

როგორც აღმოჩნდა, კოჭას ექსტრაქტი ურთიერთქმედებს სეროტონინის რეცეპტორებთან და აძლიერებს ინსულინის სეკრეციაზე მათ მოქმედებას. ზოგადად კოჭას წყალობით სისხლში გლუკოზის დონემ შესაძლებელია დაიწიოს 35%-ით, ხოლო ინსულინისამ მოიმატოს 10%-ით.

ამასთან, კუჭას ფესვი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ათხელებს მას. ამგვარად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და სტიმულირდება ქოლესტერინის ფოლაქებისგან გაწმენდის პროცესი, რითაც მნიშვნელოვნად მცირდება თრომბოზის რისკი.

სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების ელასტიურობის გაუმჯობესების ხარჯზე, ქვეითდება არტერიული წნევაც.
 

წყარო: mkurnali.ge