კენკრა, რომელიც შაქრიან დიაბეტსა და უამრავ სხვა დაავადებას კურნავს (+ რეცეპტები ხალხური მედიცინიდან)
მაყვალი შეიცავს ნუტრეინებსა და სამკურნალო ნივთიერებებს. მათ შორის: საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას, ლიმონმჟავას, ღვინის მჟავას, ვაშლის მჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს. ვიტამინებს: B, C, E, K, P, PP და სასარგებლო წიაღისეულს: კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, პექტინს. სხვა მიკრო და მაკრო ელემენტებს. მის შემადგენლობაში შედის მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი და ა.შ. ხალხურ მედიცინაში, მაყვალი გამოიყენება ორგანიზმის გასაძლიერებლად და ვიტამინების მარაგის შესავსებად.
რატომ უნდა მივირთვათ მაყვალი:
1.ათეროსკლეროზის დროს, მისი ნებისმიერი სახით მიღება სასარგებლოა;
2.აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას;
3.მაყვლის ფაფა სასარგებლოა ეგზემისა და კანის ანთების დროს;
4.ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს;
5.გამოიყენება ანგინისა და სტომატიტის სამკურნალოდ.
მაყვლის ფოთლების სამკურნალო თვისებები:
შარდ სასქესო დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება . ასეთ შემთხვევაში მაყვლის გამხმარ 2ს.კ ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. გადაწუროთ და დღეში 3ჯერ, ჭამამდე, მიირთვათ.
გასტრიტის, დიარეის, საკვებით მოწამვლის, დიზენტერიის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ: 1 სუფრის კოვზ ხმელ ნედლეულს, დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი, 3 საათის განმავლობაში გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისა და ენტეროკოლიტის შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული, ყოველ 2 საათში. განაგრძეთ კითხვა >>>