რატომ უნდა მივიღოთ ყოველდღე რძისა და თაფლის ჯადოსური ნარევი? - Gemrielia.ge

რატომ უნდა მივიღოთ ყოველდღე რძისა და თაფლის ჯადოსური ნარევი?

 

ჩვენი ბებიების დროს რძისა და თაფლის ნაზავი ხშირად გამოიყენებოდა გაციების, უძილობისა და სხვადასხვა პრობლემის დროს.   მოდი, ამ საკითხს უფრო მეცნიერულად მივუდგეთ და ვნახოთ, კონკრეტულად რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ორი ინგრედიენტისგან შემდგარ სასმელს?

 

Image result for რძე

 

რძე შეიცავს საჭირო ნახშირწყლებს,ცხიმებს,ორგანულ მჟავებს, ვიტამინ A, B, C, D, E-ს, კალციუმს, ფოსფორს, სპილენძსა და სხვა მიკროელემენტებს. ის ასევე შეიცავს ტრიპტოფანს - ნივთიერებას, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და ძილს.

 

 

Related image

 

 

თაფლისთვის დამახასიათებელია ანტიბაქტერიული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი მოქმედება,რაც თავისთავად მრავალი დაავადების პანაცეაა. შესაბამისად, თუ თაფლსა და რძეს ავურევთ,ნამდვილად ჯადოსნურ სასმელს მივიღებთ!

გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ  რძისა და თაფლის ნარევის (100გ) კალორიულობა არ აღემატება 100 - 150 კკალ-ს.

 

Related image

 

 

როგორ მოვამზადოთ ეს სასმელი?

ამ სასმლის მომზადება არცისე რთულია, დაგჭირდება 1 ჭიქა თბილი რძე და 1 ს/კ თაფლი. მაგრამ რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. პირველი, არ შეურიოთ თაფლი ადუღებულ რძეს, რადგან ცხელ მდგომარეობაში თაფლი კარგავს სასარგებლო თვისებებს. ჯობს, თბილ რძეს ( 40-50 გრადუსი ) დაუმატოთ თაფლი. 


სასმლის მიღება რეკომენდებულია 18:00 საათის შემდეგ, უფრო კარგი იქნება , 
თუ მას ძილის წინ დალევთ.