როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე? მოამზადეთ ჯანსაღი კოქტეილი მხოლოდ 2 ინგრედიენტით - Gemrielia.ge

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე? მოამზადეთ ჯანსაღი კოქტეილი მხოლოდ 2 ინგრედიენტით

შეიძლება ითქვას , რომ ოხრახუში ღვთისგან გამოგზავნილი პროდუქტია - მას მოიხმარენ ორგამიზმის გაწმენდისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ეს ბოსტნეული უნიკალურ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.

 

ოხრახუშს ხშირად იყენებენ დეტოქსის დროს, რადგან ცნობილია,რომ ის საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნისთვის. ის ასევე გამოიყენება ანემიისა და სხვა დაავადებების დროს,რადგან ის შეიცავს ვიტამინ C-ს , რაც თავისთავად არის ძლიერი იმუნიტეტის გარანტი. 

 

ოხრახუშის თესლის მიღება რეკომენდებულია ჰორმონალური დისბალანსის დროს. ის აგრეთვე არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას.

 

ოხრახუშის დადებით თვისებებზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია,ამიტომ გადავიდეთ  უშუალოდ კოქტეილის რეცეპტზე, რომელიც დეტოქსისა და წონაში კლების საუკეთესო ვარიანტია.

 

დაგჭირდებათ:

ოხრახუში - 1 კონა

წყალი - 1,5 ლ

ლიმონი - 1 ცალი

 

აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და დატოვეთ 15 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი. ეს სასმელი შეგიძლიათ დალიოთ, როგორც ცხელ ასევე თბილ მდგომარეობაში. დალიეთ ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. უმჯობესია ჩაიტაროთ 14 დღიანი კურსი.

 

польза петрушки для организма

 

კარგი იქნება, თუ კურსის განმავლობაში ჯანსაღ საკვებს მიიღებთ. დაიმახსოვრეთ, ეს სასმელი არამარტო კლებაში, არამედ იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.