როგორ და როდის თესავს ჯეჯილს ზურა შევარდნაძე? + რჩევები, რომლებიც ჯეჯილის დათესვამდე უნდა წაიკითხოთ - Gemrielia.ge

როგორ და როდის თესავს ჯეჯილს ზურა შევარდნაძე? + რჩევები, რომლებიც ჯეჯილის დათესვამდე უნდა წაიკითხოთ

 

 

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.
ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. „რეიტინგი“ ცნობილ ქართველ ფლორისტს, „გარდენია შევარდნაძის“ შემქნელს ზურაბ შევარდნაძეს ესაუბრა. სწორედ ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ გავახაროთ ჯეჯილი სააღდგომოდ. 

ზურა შევარდნაძესთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა ხელიდან არ გავუშვით შანსი და მისგან ასევე საინტერესო რჩევები შევიტყვეთ, მათთვის ვისაც მებაღეობა იტაცებს. 
 

Rating

 

- ბატონო ზურა, ახლა აღდგომა მოდის. ტრადიციის მიხედვით, სააღდგომო დეკორაციის განუყოფელი ნაწილია ჯეჯილი, როგორ უნდა გავახაროთ?
- ჯეჯილზე მე ახალი რა უნდა ვთქვა? მე არ მომწონს პატარა თეფშებზე დათესილი ჯეჯილი. დიდ სინებზე ვთესავ. სააღდგომო გამოფენას ვგეგმავთ „გარდენიაში“, ამიტომ გუშინ მოვიტანე ხორბალი, ძველი ლეიბი დავშალე და ორ დღეში დავთესავ ჯეჯილს სპილენძის სინებზე. ძალიან ლამაზია, მაგიდებზე ჯეჯილის დიდი მინდვრები. 

- რამდენი დღით ადრე უნდა დავთესოთ ჯეჯილი, სააღდგომოდ ლამაზად რომ ყვაოდეს?
- გააჩნია სად გიდევს. მე გაუთბობელ ოთახში უნდა დავაწყო. ცივ ოთახში რთულად ამოდის ჯეჯილი. თბილ ოთახში კი მესამე დღეს ამოდის. კარგა ხანს ძლებს, მაგრამ როცა თესლი გამოიფიტება ფერმკრთალდება. იხილეთ სტატია სრულად...

 

 

Gemrielia.ge კი გირჩევთ :

 

- ჯეჯილი უნდა დათესოთ აღდგომამდე 2 კვირით ადრე.

 

-გამოიყენეთ ნებისმიერი ფორმის ჭურჭელი

 

-ჯეჯილი რომ კარგად გაღვივდეს, გარეცხეთ თბილ წყალში და გააჩერეთ მთელი ღამე.

 

-დილით გადაწურეთ წყალი და თქვენს სასურველ ჭურჭელზე ჯერ მოათავსეთ ბამბა ,შემდეგ  სუფთა მიწა და  მოაყარეთ გაღვივებული ჯეჯილი

 

-მოათავსეთ თქვენი ჯეჯილი ისეთ ადგილასც,სადაც მზე გაანებივრებს თბილი სხივებით,იმისათვის, რომ ნიადაგი არ გამოუშრეს, ყოველ დილით დანამეთ წყლით