7 რჩევა კვერცხების იდეალური ფერისთვის - გამოცდილი ხერხები მკითხველებისგან
რაც არ უნდა გამოცდილი მეოჯახე იყოთ, სხვათა გამოცდილების გაზიარება ყოველთვის სასარგებლოა. დიასახლისებს ხომ თავინთი აღმოჩენილი ხერხები აქვთ, რითაც ესა თუ ის ნამზადი სტანდარტულზე უკეთესი გამოდის. გამონაკლისი არც კვერცხების შეღებვა გახლავთ. ეს მეთოდები არც თავად მოგვიგონია და არც უცხოურიდან გვითარგმნია - თავად მოგვწერეს დიასახლისებმა. ანუ ყველა მათგანი მრავალჯერ ნაცადი და უტყუარია. იმედია, რაღაც ახალს თქვენც აღმოაჩენთ: 1. შეღებვამდე კვერცხი მოათავსეთ ცივ წყალში 6–7 საათით. ასე დასკდომის რისკი მცირდება 2. ეს მეთოდი ენდროს გარეშეა: დიდ ხუთშაბათს ქვაბში ვყრი წითელი ხახვის ფურცელს, რომელსაც აღდგომამდე ვაგროვებ.
ვასხამ საჭირო რაოდენობით წყალს , ვყრი მუჭა მსხვილ მარილს და ერთ სუფრის კოვზ ძმარს ვასხამ. კვერცხებს ვაწყობ ღრმად, ოღონდ ფსკერთან არშეხებით. ვადუღებ 1O-15 წთ. მეორე დღეს, ანუ წითელ პარასკევს ვღებამ ამ ხსნარში კვერცხებს. ენდროზე უკეთესად იღებება, თან უსაფრთხოა. ოდნავი შეგრილების შემდეგ ვაციებ გამდინარე წყლით,-ეს გაფცქვნას აადვილებს. პრიალისთვის ვუსვამ ზეთიან ნაჭერს. არასწორია ერთად უამრავი კვერცხის შეღებვა-დასკდომა გარდუვალი იქნება.