რატომ უნდა მიირთვან ქალბატონებმა ყოველდღე ავოკადო? - Gemrielia.ge

რატომ უნდა მიირთვან ქალბატონებმა ყოველდღე ავოკადო?

ავოკადო საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის შეიცავს უამრავ ვიტამინსა და სასარგებლო ცხიმს. ავოკადო მარტივად შეგიძლიათ, დაუმატოთ სალათებს, სენდვიჩებს ან  გამოიყენოთ ტოსტისთვის კარაქის ნაცვლად. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რატომ არის ავოკადო შეუცვლელი პროდუქტი ქალბატონებისთვის.

 

ვიტამინი B და ჯანსაღი ტვინი

ავოკადო შეიცავს ვიტამინ B- ს , რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია ქალისთვის. ეს არის ვიტამინის მიღების ყველაზე მარტივი გზა დიეტის დროს. ამ ვიტამინის ნაკლებობას მივყავართ ანემიამდე. მისი მიღება ეხმარება ტვინს ოპტიმალურ ფუნქციონირებაში.

 

Related image

 

 

 

ორსულობის დროს

ავოკადო ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში. ფოლიუმის მჟავა (ან ვიტამინი B9), რომელსაც შეიცავს დიდი რაოდენობით ავოკადოს ნაყოფი, პასუხისმგებელია ცოცხალი ქსოვილების ზრდისთვის, ამიტომ ემბრიონის ფორმირების პერიოდში მისი მიღება აუცილებელია, რომ ავიცილოთ თავიდან ყოველგვარი სირთულეები.

 

Image result for avocado and pregnancy

 

მაგნიუმი იმუნიტეტისთვის

ავოკადო ასევე ორგანიზმში მაგნიუმის დონეს არეგულირებს. ნახევარი ავოკადო 35 მილიგრამ მაგნიუმს შეიცავს. ეს მინერალი ქალებს ეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში. მაგნიუმი აგრეთვე ამაგრებს ძვლებს.

 

Related image

 

ეს ხილი იდეალურია გამაახალგაზრდავებელი ნიღბების შესაქმნელად. ავოკადოს ზეთი ატენიანებს და იცავს კანს გამოშრობისგან. იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და სხვა საზიანო ფაქტორებისგან.ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას კანში და მიაწოდებს ჟანგბადს.აფერხებს ორსულობისა და მენოპაუზის დროს პიგმენტური ლაქების ფორმირებას.

 

Related image