5 პროდუქტი, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს - Gemrielia.ge

5 პროდუქტი, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს

 

 ცხოვრების წესი განსაზღვრავს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არასწორი კვება მხოლოდ საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს,თუმცა ეს ასე არ არის - პრობლემა გაცილებით მასშტაბურია.არსებობს პროდუქტები , რომელთა კვების რაციონში ჩართვა იდეალურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის.

 

ავოკადო

American Heart Association-ის კვლევის მიხედვით, თუ ყოველდღე ავოკადოს შევჭამთ, ამით შევამცირებთ "ცუდი" LDL ქოლესტერინს.

 

Related image

 

 

ანანასი

Medical News Today-ის მიხედვით, ერთი ქილა ანანასი დღიური C ვიტამინის რაოდენობის 100 % -ს შეიცავს. C ვიტამინი იცავს გულს თავისუფალი რადიკალებისგან.

 

Related image

 

 

სიმინდი

მკვებავი ელემენტები , როგორიცაა ლუტეინი იცავს არტერიებს გასქელებისა და გაფართოვებისგან, რაც გულთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია. ბონუსად, ის ძალიან კარგია მხედველობისთვის.

 

 

Image result for corn gif

 

 

 

ნუში

მიუხედავად იმისა , რომ ნუში გაცილებით მეტ ცხიმს შეიცავს ვიდრე სხვა პროფუქტები, გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ ნუშის შემადგენლობაშია ე.წ უჯერი ცხიმები, რომლებიც საკმაოდ სასარგებლოა.

30 გრამი ნუში შეიცავს 80 მგ მაგნიუმს,რაც მაგნიუმის დღიური დოზის 25%-ია.

 

 

Image result for Almonds gif

 

 

 

 

სოკო

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მოზრდილები, რომლებსაც D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გულის შეტევისადმი. საბედნიეროდ, სოკო D ვიტამინის საბადოა. ერთ ხრიკსაც გასწავლით- თუ გინდათ, რომ თავად სოკოში გაზარდოთ ამ ვიტამინის დონე, როცა მას საკვებს დაუმატებთ, გაიტანეთ მზეზე 10 წუთის განმავლობაში.

 

 

Related image