6 შეცდომა ჩაქაფულის მომზადებისას - რაში ცდებიან დიასახლისები - Gemrielia.ge

6 შეცდომა ჩაქაფულის მომზადებისას - რაში ცდებიან დიასახლისები

ჩაქაფულის მომზადებას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება და რეცეპტიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ყველა დიასახლისმა იცის, რომ მთავარი საიდუმლოებები სწორედ წვრილმანებშია. ამ წვრილმანების არცოდნა ჩაქაფულის საგემოვნო თვისებებზეც აისახება. წარმოგიდგენთ 5 მთავარ შეცდომას, რომელსაც ჩაქაფულის მომზადებისას უშვებენ.

1. ხბოს ხორცი რაც უფრო ქორფაა, მით უკეთესი

გასაყიდად ხშირად შეხვდებით ხბოს ხორცს, რომელიც ჯერ ძალიან ქორფაა, ბევრი სისველე აქვს, ძალიან პატარაა და ჩამოუყალიბებელი ხორცი აქვს. ასეთი ხორცი სულაც არ არის გემრიელი და ხარშვისას თითქმის "ქრება". სინამდვილეში ხორცი მოზრდილი ხბოსი უნდა იყოს, შემკვრივებული და არა ძალიან "სლიპინა" სტრუქტურის.

 

2. ფენები

მიაჩნიათ, რომ უმი მწვანილი და ხორცი აუცილებლად ფენა-ფენა უნდა განთავსდეს და ერთად მოიხარშოს. ეს ნამდვილად სწორია, თუ კერძს ბატკნის ან ხბოს ხორცისგან ამზადებთ, მაგრამ თუ დეკეულის ან ჩვეულებრივი ძროხის ხორცი უნდა გამოიყენოთ, ჯობია ხორცი წინასწარ ნახევრად მაინც მოხარშოთ. ამის შემდეგ დაამატეთ ხახვი და მწვანილეულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ ხორცი მოიხარშება, ამდენი დუღილით მწვანილების არომატი საგრძნობლად შესუსტდება.

3. ოხრახუში და ნიორი

რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ ჩაქაფულს ოხრახუში და ნიორი არ სჭირდება. ეს შეცდომაა. ამ 2 ინგრდიენტის დაკლებით თქვენს ჩაქაფულს ბევრ სიკეთეს აკლებთ. ოხრახუშიც ისევე საჭიროა, როგორც ქინძი, ოღონდ თითქმის სამჯერ ნაკლები ოდენობით. ნიორი კი ახალი უნდა იყოს და შეგიძლიათ მისი მწვანე ღეროც მიაყოლოთ. გამოცდილი მზარეულები ჩაქაფულში წიწმატს, მჟაუნას, კამასა და პიტნასაც იყენებენ. განაგრძეთ კითხვა