7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ - Gemrielia.ge

7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

 

ექიმები და დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ბროკოლი ხშირად მიირთვათ, რადგან ეს ფერადი კომბოსტო ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო წყაროა.

ბროკოლი შეიცავს ნახშირწყლებს, ხსნად და უხსნად ბოჭკოებს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს A, B (1, 2, 3, 5, 6, 9), C, E, K, მინერალებს (კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი, ნატრიუმი, თუთია).

ბროკოლი ტოპ-5 საუკეთესო პროდუქტს შორის შედის.

 

გთავაზობთ 7 საუკეთესო რეცეპტს ბროკოლით:

 

1) კრემ-სუპი

 

Image result for broccoli cream soup

 

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ბროკოლი
  • 10-15 სმ პრასი
  • 1 პატარა ოხრახუშის კონა
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1 ნიახური
  • 1 კარტოფილი
  • 1 ნაჭერი კარაქი
  • 200 მლ ნაღები
  • 1 ჩ/კ დაფქული მუსკატის კაკალი
  • მუსკატის კაკალი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი

 

მომზადება:

სტაფილო, ნიახური და კარტოფილი ბოსტნეულის წვნიანისთვის მოხარშეთ. პრასი და ბროკოლის კონა გარეცხეთ. ყველა ბოსტნეული ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, კარაქი და ნახევარი ნაღები დაუმატეთ.

ნელ-ნელა პრასი, ბროკოლი და დარჩენილი ნაღები დაუმატეთ, აურიეთ, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ.მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. სუფრაზე ცხელ შემწვარ პურთან ერთად გაიტანეთ.

 

2) ბროკოლისა და ყაბაყის კრემ-სუპი

 

Image result for broccoli cream soup

 

ინგრედიენტები:

  • 350 გრ ბროკოლი
  • 400 გრ ყაბაყი
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1, 5 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 100 მლ ნაღები
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 კოვზი დაჭყლეტილი ნიორი

 

მომზადება:

ხახვი და ნიორი დაჭერით და შეწვით. წიწაკა დაუმატეთ. ოდნავ შეაწითლეთ და ბოსტნეულის წვნიანში მოათავსეთ.

გასუფთავებული და დაჭრილი ყაბაყი დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ გარეცხილი ბროკოლი დაუმატეთ და წვნიანი კიდევ 15 წუთით ხარშეთ.

შემდეგ ბოსტნეული ნახევარ ბულიონთან და ერთ კოვზ კარაქთან ერთად დააბლენდერეთ. შეგიძლიათ გასაფორმებლად რამდენიმე ცალი ბროკოლი დაიტოვოთ. დაბლენდერებულ ბულიონს დარჩენილი ბულიონი დაუმატეთ და ხარშეთ. ნაღები დაუმატეთ.სუფრაზე წვნიანი ცხელი გაიტანეთ.

 

3. ღუმელში გამომცხვარი ბროკოლი

 

Image result for broccoli la cuptor

 

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ბროკოლი
  • 100 გრ მოცარელა
  • 1 ნაჭერი კარაქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ დაფქული წიწაკა
  •  

მომზადება:

1ლ წყალი აადუღეთ. წყალს მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ბროკოლი და მარილი დაუმატეთ და რამდენიმე წუთით ხარშეთ. შემდეგ წყალი გადაასხით და ბროკოლი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ტაფაზე გადმოიტანეთ.

რამდენიმე მსხვილი მოცარელას ნაჭრები ბროკოლს დაუმატეთ. ბროკოლსა და მოცარელას შორის კარაქი მოათავსეთ.

გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ, სანამ მოცარელა არ გადნება. ბროკოლს წიწაკა მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ. იხილეთ სტატია სრულად