სააღდგომო ჯეჯილის ახალი, ყველაზე ორიგინალური გაფორმება (+ინსტრუქცია) - Gemrielia.ge

სააღდგომო ჯეჯილის ახალი, ყველაზე ორიგინალური გაფორმება (+ინსტრუქცია)

 

ახლოვდება ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოში ტრადიციულად აღდგომას სამი ძირითადი სიმბოლოთი ვეგებებით: წითელი კვერცხით, კულიჩითა (ე.წ. "პასკა") და ჯეჯილით. ჯეჯილს, როგორც წესი, ორი კვირით ადრე თესენ. მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.

წარმოგიდგენთ სააღდგომოდ ჯეჯილის გაფორმების ძალიან საინტერესო ხერხს - აღდგომის სნემის გამოსახვას, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. ამგვარი სამუშაოს შესრულება კარგი იქნება ბავშვებთან ერთადაც - ეს მათთვის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი სამუშაო იქნება.

 

ამისათვის დაგჭირდებათ:

 

პლასტიკატის ან, უმჯობესია, თიხის დიდი თასი

პლასტიკატის ან თიხის პატარა ფიალა ან ქოთანი

მიწა

ხორბალი

პატარა კენჭები

დიდი ქვა

ხისგან ან ქვისგან გამოჭრილი ჯვარი (სურვილისამებრ)

ხის ტოტები (ჯვრების გასაკეთებლად)

წებო

სარწყავი

 

დააწებეთ დიდი თაისის ერთ მხარეზე გადაბრუნებული პატარა ქოთანი ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები, და დააყარეთ ქოთნის უკანა მხარეს მიწა.

 

Image result for ceramic

 

გააკეთეთ მიწით ბორცვი, დააყარეთ ხორბლის მარცვლები, ქოთნის წინ კი კენჭები მოყარეთ.

 

image

 

მოათავსეთ დიდი ქვა ქოთნის წინ (გადაწეული საფლავის ქვის იმიტაციის სესაქმნელად). თუ გაქვთ, შეგიძლიათ ქვის ან ხის ჯვრებიც მოათავსოთ "სამარხის" ორივე მხარეს.

 

image

განაგრძეთ კითხვა >>>