რა წავუსვათ პასკას ზემოდან? მინანქრის 3 რეცეპტი
1. მინანქარი შაქრით
ინგრედიენტები:
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
თბილი წყალი 1/2 ჭიქა
ეს მინანქრის ყველაზე მარტივი რეცეპტია : შაქრის პუდრას უნდა დავასხათ თბილი წყალი, კარგად ავურიოთ და მინანქარი მზადაა. შეგიძლიათ,დაუმატოთ ფერადი ჯემი , დარიჩინი ან ვანილი.
2. მინანქარი კვერცხის ცილით
ინგრედიენტები :
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
კვერცხის ცილა - 1 ცალი
ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
მარილი - მწიკვი
მომზადება:
ერთად ადღვიბეთ კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი,სანამ მასა არ გასქელდება. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი. მიქსერით ადღვიბეთ,სანამ ნაზ მასას არ მიიღებთ.
3. შოკოლადის მინანქარი
ინგრედიენტები:
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
სახამებელი - 1 ჩ/კ
კაკაო - 2 ჩ/კ
კარაქი - 1 ს/კ
თბილი რძე - 2 ს/კ
მომზადება:
დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქრის პუდრა, სახამებელი და კაკაო. ძალიან კარგად ადღვიბეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი რძე.
ამის შემდეგ შემოდგით გაზქურაზე ,დაბალ ცელცხლზე და ადუღეთ 5 წუთი.