რატომ უნდა მივირთვათ კომბოსტო ხშირად? ეს ყველამ უნდა იცოდეს - Gemrielia.ge

რატომ უნდა მივირთვათ კომბოსტო ხშირად? ეს ყველამ უნდა იცოდეს

 

კომბოსტო ძლიერი პროდუქტია. მისი ფურცლები შეიცავს გლუკოსინოლატს, რომელსაც შეუძლია ღვიძლში ტოქსინების განეიტრალება და საზიანო უჯრედების "დაბლოკვა". ასევე,ვარაუდობენ, რომ კომბოსტოს შეუძლია სიმსივნის პრევენცია. ამ მოსაზრების მიხედვით , კომბოსტო ეფექტურია მკერდის,ფილტვების, მსხვილი ნაწლავისა და სხვა ორგანოების კიბოს დროს. 

კომბოსტო იდეალური პროდუქტია,მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა აქვს -  ის ახშობს ჰელიკობაქტერიებს.

 

польза капусты свежей
 

100 გრამი კომბოსტო შეიცავს ვიტამინი K-სა და C-ს დღიური დოზის 100 %-ს, ასევე, ფოლიუმის მჟავას და რაც ყველაზე მთავარია, ომეგა 3-ს.

მასში შემავალი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ასრულებებ დიაბეტისგან დამცავ ფუნქციას. ის შეიცავს ტუტოვან მარილებს, რაც სისხლში ალკანიზაციას ( ტუტოვნებას) უწყობს ხელს და ამ შემთხვავაში, გლუკოზა შეიწოვება ინსულინის მონაწილეობის გარეშე.

 

brokoli

მაგრამ,რომელი ტიპის კომბოსტო როდის უნდა მივირთვათ? უამრავი კვლევის შედეგად დასტურდება,რომ ბროკოლი ძალიან სასარგებლოა. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ,რომ ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო ნაკლებად სასარგებლოა,ის ზუსტად იმდენივე  პოზიტიურ კომპონენტს/ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ბროკოლი.

Image result for ბრიუსელის კომბოსტო


 
ძალიან დიდია ბრიუსელის კომბოსტოს ბიოლოგიური ღირებულება. იგი ვიტამინების რაოდენობით კომბოსტოს ყველა სხვა სახეობას აჭარბებს. C ვიტამინის შემცველობით ის მხოლოდ შავ მოცხარს ჩამოუვარდება. საკმარისია დღეში 80 გ ბრიუსელის კომბოსტო, რომ ამ ვიტამინზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის დღიური მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. ბეტა-კაროტინი ბრიუსელის კომბოსტოში 15-ჯერ (!) მეტია, ვიდრე თეთრთავასა და ყვავილოვანში. გარდა ამისა, იგი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით. ბრიუსელის კომბოსტოს გემოსა და არომატს აძლევს ქიმიური ნაერთი ინდოლი. იგი კვარცეტინთან, C და E ვიტამინებთან ერთად ანეიტრალებს ორგანიზმზე კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებას. ბრიუსელის კომბოსტო იმდენად ფასეული პროდუქტია, რომ მისი სულ მცირე ულუფაც კი ბოსტნეულის წვნიანს დიდ კვებით ღირებულებას მატებს.