რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის! - Gemrielia.ge

რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის!

 

ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. ეს არის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს და მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად იდღესასწაულება - როდესაც იესო ქრისტეს იერუსალიმში ხალხი პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით შეეგება.

 

image

 

 

იმ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე გამოიყენება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

საქართველოში ასეთ მცენარედ ბზის არჩევის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:

1. კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით, შესაბამისად, ახლოს დგას აღნიშნულ დღესასწაულთა ასოცირებულ ნამდვილ მცენარესთან

2. მსოფლიოში, იშვიათია მცენარე რომელიც არის ერთდროულად მარადმწვანე და ფოთლოვანი, ბზა კი ამ იშვიათ მცენარეთა შორის არის. აქედან გამომდინარე, გაზაფხულზე, როცა აღნიშნული დღესასწაული დგება, საქართველოში ის ერთადერთი ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც იმ დროს ხარობს.

 

image

 

ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას. წირვის შემდეგ ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ. ახალი, ნაკურთხი ბზა კი სახლში მიაქვთ და ხატებისთვის გამოყოფილ კუთხეში ათავსებენ.

შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს ის ფაქტი, რომ გარდა ქრისტიანული სიმბოლოს მნიშვნელობისა, ბზას სამკურნალო და მაგიური თვისებებიც აქვს.

 

ბზის სამკურნალო თვისებები

image

 

ბზის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზა გამოიყენებოდა ხველის საწინააღმდეგო საშუალებად, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ქროიკული ცხელების (მაგალითად, მალარიის) სამკურნალოდ. განაგრძეთ კითხვა...