როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხები ენდროსა და საღებავების გარეშე - Gemrielia.ge

როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხები ენდროსა და საღებავების გარეშე

 

ვიცით, რომ აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომლის კონკრეტული თარიღი არ არსებობს, თუმცა მერყეობს 4 აპრილიდან 8 მაისს შორის (სავარაუდოდ). წელს, ეს ბრწყინვალე დღესასწაული 28 აპრილს იქნება, მანამდე კი მორწმუნე ადამიანები თვენახევრიან, მძიმე მარხვას ინახავენ და იხსნილებენ ე.წ პასკით (რომელსაც "ჯვრის პურსაც" უწოდებენ) და წითლად შეღებილი კვერცხით.

 

რატომ ვღებავთ კვერცხებს წითლად?!

 

წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს, რომელსაც ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა!. “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება” – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა.

 

გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.

 

ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.

 

გარდა კვერცხის შეღებვისა და პასკის ცხობისა, მორწმუნეები, სხვადასხვაგვარი დეკორაციებით რთავენ სააღდგომო კუთხესა თუ სუფრას და კვერცხებს არამარტო წითლად, მრავალ ფერადაც კი ღებავენ, რომლისთვისაც მრავალი ფერის საღებავს იყენებენ, რომლებიც კვერცხის ხარშვისა და ღებვის პროცესში კვერცხის ბზარიდან აღწევს მასში, ან უბრალოდ ნაჭუჭიდან შეიწოვება და საკვებად საშიში ხდება.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ შეღებოთ წითელი კვერცხები მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტით.

 

წითელი ჭარხალი - შესანიშნავი ბუნებრივი მღებავია. მართალია, კვერცხი ისეთი წითელი ვერ იქნება, როგორ ფერსაც მავნე საღებავი აძლევს, თუმცა თქვენი ოჯახის წევრები, უსაფრთხოდ მიირთმევენ მათ. განაგრძეთ კითხვა