ციცინო კობიაშვილის უგემრიელესი სააღდგომო ღვეზელები - Gemrielia.ge

ციცინო კობიაშვილის უგემრიელესი სააღდგომო ღვეზელები

 

მსახიობი ციცინო კობიაშვილი სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. წელს პასკების გამოცხობას ვერ მოახერხებს.

- სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. წელს, სამწუხაროდ, ვერ გამოვაცხობ პასკებს, რადგან თეატრში რეპეტიციები მქონდა და დრო არ დამრჩა. ჩემი მეგობარი გამიკეთებს პასკებს, შემდეგ კი მე მათ ლამაზად მოვრთავ. მარციპანით, შოკოლადით.... პასკას ყველა თავისებურად ამზადებს, ახალი უნდა იყოს კვერცხი, რძე და სხვა პროდუქტები. ასეთი ინგრედიენტებით მომზადებული ნოტიო და გემრიელი გამოდის. 

ჩვენს ოჯახში ცხვრის ხორცი არ უყვართ და შესაბამისად, ჩაქაფულს არ ვამზადებთ. ჩვენი სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია ტარხუნის ღვეზელები. ღვეზელების ცომი მაწონზე მზადდება. შემდეგ უნდა ავიღოთ და გავარჩიოთ ნედლი ტარხუნა. მოვთუშოთ მწვანე ხახვთან ერთად, შევურიოთ მოხარშული კვერცხი და ჭყინტი ყველი. დავჭრათ ცომი პატარა ნაჭრებად, გავუკეთოთ ტარხუნის გულსართი და შევწვათ. უგემრიელესი ღვეზელები გამოდის. 

იხილეთ სტატია სრულად