რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას - Gemrielia.ge

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას

რა სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს სა­აღ­დგო­მო პას­კას? - ამ კი­თხვას დე­კა­ნოზ ზუ­რაბ მჭედ­ლიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

 

- ებ­რა­უ­ლი პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­ზე ხმი­ა­დებს, უსა­ფუ­ა­რო პუ­რებს აცხობ­დნენ. ეს ხმი­ა­დე­ბი იყო სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზეც. გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბა და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ებ­ში, ჯერ კი­დევ გან­ხეთ­ქი­ლე­ბამ­დე, ის იყო, რომ და­სავ­ლეთ­ში უსა­ფუ­ა­რო კვე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს (ებ­რა­ე­ლებს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ მისი სა­ფუ­ა­რით მომ­ზა­დე­ბა), აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი გა­ფუ­ე­ბუ­ლი კვე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია შე­მო­ვი­და. ის ეფუძ­ნე­ბა მა­ცხოვ­რის მიერ მო­ყო­ლილ იგავს სა­სუ­ფევ­ლის შე­სა­ხებ: სა­სუ­ფე­ვე­ლი ჰგავს სა­ფუ­ა­რი­ან ცომს, რომ­ლის მცი­რე ნა­წი­ლი ცომს აფუ­ებს.

 

სა­ფუ­ა­რი მად­ლის სიმ­ბო­ლოა - მად­ლით ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, მად­ლით ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის მო­პო­ვე­ბა სა­სუ­ფევ­ლის­თვის და ცხო­ნე­ბა. ამი­ტომ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ვამ­ზა­დებთ სა­ფუ­ა­რი­ან პურს, რო­მე­ლიც ტკბი­ლი უნდა იყოს - "ტკბილ ხარ შენ, უფა­ლო, და სიტ­კბო­ე­ბი­თა შე­ნი­თა მას­წა­ვე მე სი­მარ­თლე­ნი შენ­ნი", იესო ტკბი­ლის სუ­ლი­ე­რი სიტ­კბო­ე­ბა მი­წი­ერ­შიც აი­სა­ხე­ბა. ამა­ვე დროს პას­კა პუ­რია. უფა­ლი ამ­ბობს: "მე ვარ პური ზე­ცით გად­მო­სუ­ლი". ვი­ცით, რომ სა­ზი­ა­რე­ბე­ლი ღვი­ნო და პური ღვთის მად­ლით იკურ­თხე­ბა და გარ­და­ი­სა­ხე­ბა უფ­ლის სის­ხლად და ხორ­ცად.

 

აღ­დგო­მის სი­ხა­რულ­თან ერ­თად პას­კა ასე­ვე ზე­ცი­უ­რი საზ­რდოს სიმ­ბო­ლოა ჩვე­ნი სუ­ლე­ბი­სათ­ვის.

ჟურ­ნა­ლი "კა­რიბ­ჭე"