რამდენი ხანი არის ვარგისი მოხარშული კვერცხი და როგორ უნდა შევინახოთ ის სწორად? - Gemrielia.ge

რამდენი ხანი არის ვარგისი მოხარშული კვერცხი და როგორ უნდა შევინახოთ ის სწორად?

 

აღდგომის დღესასწაული წარმოუდგენელია მოხარშული წითელი კვერცხის გარეშე,ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია მოხარშული კვერცხის შენახვის საკითხი. კვერცხი არის მალფუჭებადი პროდუქტი და უნდა შევინახოთ მაცივარში ან საყინულეში. კვერცხის ვარგისობაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა როცა მას სწორად ვინახავთ , ნაკლები შანსია, რომ მალე გაფუჭდეს.

 

 

Image result for storing eggs

 

ზოგადად,  მოხარშული კვერცხი ჯანსაღია 1 კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, მას ვათავსებთ კვერცხის კონტეინერში და ვინახავთ მაცივარში მაქსიმუმ 4 გრადუს ტემპერატურაზე.

 

უსაფრთხოა თუ არა მოხარშული კვერცხის ჭამა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზეა შენახული?

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, არ არის რეკომენდებული ისეთი კვერცხის ჭამა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტი იყო.