რატომ უნდა შევზღუდოთ მარილის მოხმარება? - Gemrielia.ge

რატომ უნდა შევზღუდოთ მარილის მოხმარება?

ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგვიგონია, რომ მარილი არის "თეთრი სიკვდილი",მაგრამ ყოველ დღე, შედეგზე ფიქრის გარეშე, კერძებს ვუმატებთ მარილს. გამოდის, რომ დღიურად ვიღებთ 10-15 გრამ მარილს, როცა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ 5 გრამი.

 

დიეტოლოგებისა და ენდოკრინოლოგების თქმით, მარილის დღიური ნორმის 70 %-ს იმ პროდუქტებისგან ვიღებთ, რომელთაც სუპერმარკეტში ვყიდულობთ. სოსისები,კეტჩუპი,მაიონესი და მრავალი ნახევარფაბრიკატი, გაჯერებულია დიდი რაოდენობის მარილით.


 

რა ზიანის მოტანა შეუძლია მარილს?

 მარილის შემადგენლობაშია ნატრიუმი, რომელიც დაბალანსებული კვების მნიშვნელოვანი ელემენტია. თუმცა, ნატრიუმი ავიწროვებს სისხლძარღვებს, რამაც შეიძლება  ჰიპერტენზია გამოიწვიოს.  ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა შევზღუდოთ მარილის რაოდენობა.

 

вред соли для кожи

 

ბოლო წლებში მეცნიერები აქტიურად იკვლევდნენ კავშირს მარილსა და სიმსუქნეს შორის. მათ აღმოიჩინეს, რომ ორგანიზმში ცხიმის რაოდენობა იზრდება, როცა დიდი რაოდენობის მარილს ვიღებთ.

მარილის თითოეული გრამი ბავშვებში სიმსუქნის რისკს ზრდის 28%-ით, ხოლო მოზრდილებში 26 % -ით. ეს ნიშნავს, რომ თუ წონაში კლება გსურთ, რაციონიდან მარილი უნდა ამოიღოთ.


 

 

 

სიმსუქნე

მარილის მუდმივი მოხმარებით ზეწოლას ვახდენთ თირკმელზეც, ასევე, ძვლებსა და კუნთებზე.

დაიმახსოვრეთ, მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება ზრდის ნაოჭების განვითარების რისკს.

вред соли в пище