როგორ მივხვდეთ, რომ თევზი რამდენჯერმე გაყინეს... - და კიდევ 7 რჩევა, თუ როგორ შევარჩიოთ გაყინული თევზი სწორად - Gemrielia.ge

როგორ მივხვდეთ, რომ თევზი რამდენჯერმე გაყინეს... - და კიდევ 7 რჩევა, თუ როგორ შევარჩიოთ გაყინული თევზი სწორად

ნორვეგიულმა კვლევითმა კომპანიამ ჩაატარა რამდენიმე ექსპერიმენტი , შედეგად კი დამტკიცდა რომ გაყინული ხორცი ჩვეულებრივ შეიცავს ვიტამინებს და საკმაოდ ჯანსაღია. შეიძლება, გაყინული თევზის გემო უფრო მშრალი იყოს,მაგრამ ის არის პარაზიტებისგან გასუფთავებული, რასაც ვერ ვიტყვით ცოცხალ თევზზე. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, როცა თევზი სწორად არის გაყინული და შენახული.

 

მოგიმზადეთ 8 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, ხარისხიანი პროდუქტის ყიდვაში : 

 

1.  როცა ორი ან რამდენიმე თევზი ერთმანეთს ეწებება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გაალღვეს და კვლავ გაყინეს. მრავალჯერ გაყინული თევზი კარგავს ქსოვილის სითხეს,რადგან მასში მცირდება ცილები,ცხიმები,ვიტამინები და მინერალები.

 

Image result for frozen fishes

 

2. ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორ გამოიყურება ყინული, რადგან ეს ბევრს ამბობს თევზის ხარისხზე. თუ ამჩნევთ ბევრ ნატეხს, ეს ნიშნავს , რომ ხორცი ბევრჯერ გაალღვეს და გაყინეს.


 

Related image

 

3.თუ გაყინულ თევზს პაკეტებით ყიდულობთ, დაიმახსოვრეთ, შეფუთვაზე არ უნდა იყოს ყინული. ეს მიუთითებს იმაზე,რომ პროდუქტი დიდხანს ინახებოდა ან ბევრჯერ გაყინეს.

4. როცა თევზს შეფუთვით ყიდულობთ, ხელით შეამოწმეთ, რომ არ იყოს რბილი.

5. არ იყიდოთ ძალიან ღია ფერის თევზი, რადგან ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ ის "შეფერადებულია".

6.მოერიდეთ თევზის ისეთი შეფუთვით ყიდვას,სადაც არ ჩანს პროდუქტი კარგად.

7.თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ზოგადად, სასიამოვნო, ზღვის სუნი უნდა ჰქონდეს.

8. დააკვირდით თევზს თვალებზე - ისინი არ უნდა იყოს ბრტყელი. ამოზნექილი თვალები მიუთითებს იმაზე, რომ თევზი ხარისხიანია.