GWS-მა განახლებული, პრემიალური ღვინის ბრენდი „თამადა“ წარმოადგინა - Gemrielia.ge

GWS-მა განახლებული, პრემიალური ღვინის ბრენდი „თამადა“ წარმოადგინა

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS, ერთ-ერთი პირველი მეღვინეობაა საქართველოში, რომელმაც ბოთლირებული ღვინო შემოგვთავაზა. „ჯივიესი’, რომელიც მუდმივად უმაღლესი ხარისხის ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს, წარმოგიდგენთ პრემიუმ ხაზის ღვინის „თამადას“ განახლებულ შეფუთვას. ღვინო ახალი ეტიკეტით უკვე 2019 წლის ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე. ეტიკეტის დიზაინის ცვლილება ხარისხის მორიგი გაუმჯობესებაა „თამადას“ დახვეწილი ღვინისთვის.

 

 

კომპანიის ბრენდმენჯერი სალომე დოლიძე განმარტავს განახლებული შეფუთვის იდეას: „ორი წლის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ „თამადას“ პრემიუმ ხაზის ღვინის კოლექცია: დიდებული რეზერვი და ქვევრი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავიწყეთ თამადას მთელი ხაზის განახლება, იყო ის, რომ სრული ასორტიმენტი უფრო მისადაგებული ყოფილიყო ახალი კოლექციასთან, დიდებულ რეზერვსა და ქვევრთან. ჩვენ ასევე გვსურდა, რომ ახალ ეტიკეტს გამოეხატა „თამადას“ დახვეწილი ღვინის გემოსა და სტანდარტების გაუმჯობესება. განახლებული დიზაინით ეტიკეტი უფრო თანამედროვედ გამოიყურება, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციულობასა და ბრენდის ღირებულებებს, კიდევ ერთხელ აკავშირებს ღვინოს ხელოვნებასთან, ფიროსმანთან და ამდიდრებს შეფუთვის დიზაინს.“

 

ამ სიახლის საშუალებით ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ დააგემოვნონ „თამადას“ ღვინო სწორედ ისეთი შეფუთვიდან, რომელიც წარმოაჩენს ქართული კულტურის საგანძურს, ნიკო ფიროსმანის ცნობილ ნახატს „ხუთი თავადის ქეიფი“ (1906). ფიროსმანის ნახატზე გამოხატულია ქართული ნადიმი, „სუფრა“, რომელსაც ტრადიციულად უძღვება „თამადა“. მისი მოვალეობაა სადღეგრძელოების წარმოთქმა და ნადიმზე საზეიმო სულისკვეთების შენარჩუნება. „თამადას“ ღვინო, თავისი სახელის შესაბამისად, გვანიჭებს ერთიანობის შეგრძნებას სუფრაზე და გვიბიძგებს ემოციების გაზიარებისკენ, რაც ბრენდის ძირითადი მისია და სლოგანიცაა. ბრენდის ისტორიასთან ერთად, თავად ღვინოსაც საინტერესო წარსული აქვს.

 

„თამადას“ ვენახების უმრავლესობა 15 წლისაა, ზოგიერთი ნაკვეთი და მიკროზონაში მდებარე ვენახები კი, 25 წლამდე აღწევს. 2015 წლიდან „თამადას“ 59 მედალი აქვს მიღებული, მათ შორის 7 ორმაგი ოქრო, 10 ოქროს მედალი ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში. GWS გვთავაზობს „თამადას“ 18 განსხვავებულ ნაირსახეობას, მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს. თითოეული ყურძენი „თამადას“ ღვინისთვის საგულდაგულოდ ირჩევა და ხელით ნაზად იკრიფება GWS-ის ვენახებში იმისათვის, რომ საუკეთესო ქართული ღვინო შეიქმნას.

 

ეტიკეტის განახლებული დიზაინი უკეთ წარმოაჩენს ბრენდის ისტორიასა და მის გაუმჯობესებულ გემოს. დიზაინი დატანილია ბოთლებსა და ბეჭდურ მასალებზე. ახალი ამბის თხრობის მიდგომის შესაბამისად, შეიცვალა კონტრ ეტიკეტის დიზაინიც, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, ასევე მეღვინისა და GWS-ის აღმასრულებელი დირექტორის ფილიპ ლესპის ხელმოწერები. ღვინის საცობებისა და ეტიკეტისთვის გამოყენებული ქაღალდის ხარისხიც კი გაუმჯობესდება, რათა მეტად შეეფერებოდეს პრემიუმ ხაზის ბრენდის ბუნებას.

   

GWS-ის შესახებ

20 წელზე მეტია, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS) საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია. GWS აწარმოებს პრემიუმ ღვინის საშუალოდ 4 მილიონ ბოთლს, რომლებიც დამზადებულია ექსკლუზიურად მათი ვენახებიდან, მოსავლის 100% იკრიფება ხელით. GWS-მა გასულ წლებში დაახლოებით 160 ჯილდო და აღიარება მოიპოვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებზე. GWS-ის ღვინოების უმაღლესი პროფილი არის მათი ვენახების ხარისხისა და გუნდის პროფესიონალიზმის დამსახურება.

ემოციების გაზიარების ხელოვნება

 

 

 

©