უნივერსალური ფენოვანი ცომი - ხაჭაპურიდან კრუასანამდე
ფენოვანი ცომი ერთ-ერთი ის უნივერსალური მასალაა, რისგანაც შეიძლება მოვამზადოთ როგორც ხაჭაპური და ნებისმიერი შიგთავსის ღვეზელი, ასევე ნაპოლეონი, კრუასანი თუ უბრალოდ შაქრიანი ორცხობილა.
მართალია, ბევრი ჩვენგან ამგვარ ცომს უკვე მომზადებულსა და გაყინულს მაღაზიაში ყიდულობს, მაგრამ დამერწმუნეთ, მისი სახლში მომზადება საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად ინახება საყინულეში და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ამჯერად გთავაზობთ უნივერსალური ფენოვანი ცომის კარგად გამოცდილ რეცეპტს, რომელიც, თუ ზისტად მიჰყვებით მითითებებს, არასოდეს "გიღალატებთ".
პირველ რიგში ვამზადებთ შიგთავსს:
200 გ. მარგარინს (კარგად გაციებული და გამყარებული) და 2/3 ჩ.ჭ. ფქვილს ავკეპავთ და შევკრავთ გუნდად. არავითარ შემთხვევაში არ ვზელთ! იხილეთ სრულად...