ანისული
მისი
სიმაღლე
10-50 სმ-ია. ანისული ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რაიონებში. მასზე დიდი მოთხოვნილების გამო იგი კულტივირებულია მთელ რიგ ქვეყნებში: სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ჩვენში გავრცელებული ანისულის სახეობაა Anisum vulgare Gaertn. იგი წარმოებისათვის ერთ-ერთი პერსპექტიული მცენარეა. ანისული გამოიყენება როგორ ფარმაკოლოგიაში, ასევე კვების მრეწველობაშიც. მისაგან ამზადებენ ტექნოლოგიურად მარტივ ნაყენებს, ვაჟინებს, ნიშადურ-ანისულის წვეთებს და სხვა. ანისულის თესლისგან ამზადებენ ჩაის, უმატებენ სხვადასხვა სასმელს არომატის მისაცემად.