ახალი კარტოფილი უფრო სასარგებლოა თუ ძველი და როგორ მოვამზადოთ სწორად - ეს ბევრმა არ იცის!
გაზაფხულს, კონკრეტულად კი მის მეორე ნახევარს, განსაკუთრებით ელიან ისინი, ვისაც ახალი კარტოფილი უყვარს. აბა, ვინ ამბობს უარს პატარა, მრგვალ, შებრაწულ ან მოხარშულ კამამოყრილ კარტოფილებზე... მაგრამ არის თუ არა ეს პროდუქტი სასარგებლო? ბევრს მიაჩნია, რომ ზოგადად კარტოფილი უმჯობესია კვების რაციონიდან საერთოდ ამოვიღოთ, რადგან არავითარი სარგებელი არ მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. არის თუ არა ეს ასე? შევეცდებით გავარკვიოთ და შევადაროთ ერთმანეთს ახალგაზრდა და ძველი კარტოფილი.
როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ახალგაზრდა კარტოფილი ჯანმრთელი კვების პროდუქტია და ნუ შეეცდებით გამორიცხოთ იგი კვებიდან, რადგან ამით თქვენ უარს იტყვით ბევრ სასარგებლო თვისებაზე, რომელიც ამ პროდუქტს გააჩნია.
ახალგაზრდა კარტოფილში ნაკლები სახამებელია, ვიდრე ძველში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი კალორიულობაც ნაკლებია. ასე რომ, მათ, ვინც დიეტაზე ყოფნას ამჯობინებს, ახალგაზრდა კარტოფილის მირთმევა შეუძლიათ, რაღა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში.
ახალგაზრდა კარტოფილის საშუალო გლიკემიური ინდექსი არის დაახლოებით 57, მაშინ, როცა ძველში ეს მაჩვენებელი 86-ს აღწევს.
ძველ კარტოფილში არ არის ვიტამინი С, ახალგაზრდაში კი არის! ახალი კარტოფილის მიღებით თქვენ ეხმარებით საკუთარ იმუნიტეტს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეწვისას აღნიშნული ვიტამინის რაოდენობა პროდუქტში საგრძნობლად მცირდება. მოხარშვისას, იმისათვის, რომ С ვიტამინი შენარჩუნდეს, უმჯობესია თუ კარტოფილს მდუღარე წყალში ჩაყრით.
ითვლება, რომ კალიუმის საუკეთესო წყარო ბანანია. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ კარტოფილში ეს მინერალი უფრო მეტი რაოდენობითაა. ამის გამო აღნიშნული პროდუქტი შეუცვლელია გულით ავადმყოფებისთვის. განაგრძეთ კითხვა...