ივნისში ეს ხილი აუცილებლად უნდა მიირთვათ - მუშმალას ჯადოსნური თვისებები!
მუშმალა – იაპონური ზღმარტლი, მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე), ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმალა სუბტროპიკული დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლითა და მყნობით.
მუშმალა ასაოცარი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მცენარის ნაყოფში შედის შაქარი, ხილის მჟავები, C, PP, P ვიტამინები, პროვიტამინი A, პექტინები, ფიტონციდები, არომატული და მთრიმლავი ნივთიერებები. მედიცინა იაპონურ ზღმარტლს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად, გასამყარებლად და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებს. ფიტონციდების მაღალი შემცველობის წყალობით, მცენარე სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობადაც აქტიურად გამოიყენება.
რას შეიცავს 100 გრამი მუშმალა?
ენერგია - 47 კკალ
ნახშირწყლები - 12.1 გრამი
პროტეინი - 0 გრამი
ვიტამინები:
ვიტამინი A - 1528 IU
ვიტამინი C - 1 მგ
ნიაცინი - 0.2 მგ
ვიტამინი B6 - 0.1 მგ
ფოლიუმის მჟავა - 0.14 მკგ
მინერალები:
კალციუმი - 16 მგ
კალიუმი - 266 მგ
ფოსფორი - 27 მგ
მაგნეზიუმი - 13 მგ
რკინა - 0.3 მგ
თუთია - 0.1 მგ
სელენი - 0.6 მკგ