პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ - Gemrielia.ge

პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ

კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობისთვის კვება ერთ-ერთი უპირველესია ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა კვება ერთია და ჯანმრთელი და სწორი კვება კიდევ მეორე, ცალკე საკითხი. ისიც ცხადია, რომ ბევრი საკვები დაბალ ტემპერატურაზე ყოფნას საჭიროებს ვარგისიანობის შენარჩუნების მიზნით, არსებობენ პროდუქტები, რომლებიც თურმე მაცივარს არ საჭიროებს, თუმცა ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც კი იცოდა. დღევანდელი სტატიაც სწორედ კვების რაკურსით, კერძოდ კი საკვები პროდუქტების სარგებელი მიმართულებით გამოყენებაზე გვექნება, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი გახება.

 

გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ ესაჭიროებათ მაცივარი.

 

1. ავოკადო.

ავოკადოს ხიდან კრეფენ მანამ, სანამ იგი სრულად დამწიფდება, ამიტომ მისი ყიდვის შემთხვევაში, თუ აპირებთ ავოკადოს საკვებად მალე გამოყენებას, გირჩევთ არ შეინახოთ მაცივარში, ვინაიდან სიცივე აფერხებს მისი დამწიფების საკითხს და პირიქით, თუ ჯერ არ აპირებთ მის გამოყენებას, აჯობებს შეინახოთ მაცივარში, რათა მალე არ დამწიფდეს და არ გაფუჭდეს გამოყენებამდე.

image

2.  პომიდორი.

ვისაც გაქვთ ბოსტანსა თუ სათბურში მუშაობის გამოცდილება, გეცოდინებათ, რომ პომიდორს საშინლად არ უყვარს სიცივე, ვინც არ იცით კი გაიგებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ პომიდორი ცივ ადგილას, ვინაიდან ის კარგავს სასარგებლო თვისებებს და აღარ არის ისეთი გემრიელი და ვარგისიანი მაცივარში შენახვის შემდეგ, ამიტომ უმჯობესია იქონიოთ სამზარეულოს თაროზე, ოთახის ტემპერატურაზე.

image

 

3. ნიორი.

ნიორი შესანიშნავად ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მაცივარი და სინესტე კი ხელს უწყობს მის გაფუჭებას და ეთერზეთების მოქმედების შესუსტებას. ერთადერთი გამონაკლისია გარჩეული, დანაყული ნიორი თავდახურული კონტეინერით შეინახოთ მაცივარში მხოლოდ ხანმოკლე დროით.

image

 

4. პური.

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ პური ხდება ნოტიო და ადვილად ფუჭდება, როდესაც მას ინახავენ მაცივარში. კრისტალიზაციის პროცესში სახამებლის მოლეკულები კარგავენ გემოს, ამიტომ უნდა შევინახოთ იგი ოთახის ტემპერატურაზე და არა უმეტეს 4 დღისა.

image

 

5. ზეითუნის ზეთი.

ზეითუნის ზეთი ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ( 2 წელი) სხვა ზეთებთან შედარებით, თუ მას ინახავთ სწორად. ყველა საჭირო და სასარგებლო თვისება რომ შევუნარჩუნოდ, ამისათვის უნდა შევინახოთ მინის, კალის ან ფოლადის თავდახურული კონტეინერით გრილ და ბნელ ადგილას. მაცივარში ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას.

image

 

იხილეთ სტატია სრულად...