ბაზარზე ნატურალური რძით დამზადებული ახალი პროდუქტი „ახვლედიანი“ გამოჩნდა - Gemrielia.ge

ბაზარზე ნატურალური რძით დამზადებული ახალი პროდუქტი „ახვლედიანი“ გამოჩნდა

 

ნატურალური რძის პროდუქტებზე მოთხოვნა ბაზარზე მუდმივად მზარდია. შესაბამისად, მწარმოებლებიც ცდილობენ, მომხმარებლის მოთხოვნებს უპასუხონ და ნატურალური პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ მათ. ბაზარზე განსაკუთრებული სიახლეა „ახვლედიანის“ რძის პროდუქტები, რომელსაც რძის პროდუქტების გამოცდილი და სანდო მწარმოებელი „ქობულეთური“ გვთავაზობს.

ახალ ხაზსა და მის უპირატესობებზე სასაუბროდ „ქობულეთურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს თამარ გოგიშვილს მივმართეთ.

რატომ გადაწყვიტეთ ახალი ხაზის, „ახვლედიანის“ შექმნა და რით განსხვავდება ის „ქობულეთურის“ სხვა პროდუქტებისგან?

„ახვლედიანის“ ხაზის შექმნა განაპირობა ბაზარზე ნატურალურ რძეზე დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნამ. საწყის ეტაპზე გამოვუშვით „ახვლედიანის“ არაჟანი, რომ მომხმარებლის გამოხმაურება და შეფასება გვენახა. პროდუქტმა წლის ყველაზე გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე ოქროს ბრენდიც მიიღო. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ნატურალური რძის სრული ხაზი. პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია.

 

რამდენი სახის პროდუქტია ხელმისაწვდომი „ახვლედიანის“ ხაზის ქვეშ?

„ახვლედიანის’’ ხაზის ქვეშ არის 3 სახეობის პროდუქტი სხვადასხვა დაფასოებით. ესენია კარაქი 82.5% და კარაქი 72.5%, არაჟანი სხვადასხვა დაფასოებით და მაწონი.

 

 

 

 

სად ხდება ნატურალური რძის მოპოვება?

ნატურალური რძე მოგვეწოდება კახეთიდან. გვყავს რძის შემგროვებლების გარკვეული ჯგუფი. ამ ეტაპზე ეს რესურსი ჩვენი წარმოებისთვის სრულიად საკმარისია. თუმცა გაყიდვების მზარდი მაჩვენებლისა და სამომავლო გაფართოების პერსპექტივით, ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს საკმარისი აღარ იქნება და დამატებითი წყაროების მოძიება მოგვიწევს.

რაც შეეხება წარმოებას, ის „ქობულეთურის“ საწარმოსი, თბილისში ხდება.

 

 

რა არის ბაზარზე თქვენი უპირატესობები?

ბაზარზე ჩვენი მთავარი უპირატესობა არის არაჟანი, რომელსაც განსაკუთრებული ტექნოლოგიით ვამზადებთ. შესაბამისად, ის განსხვავებული გემოვნური თვისებებითაა გამორჩეული და მომხმარებლებში დიდ მოწონებასაც იმსახურებს, უკვე 15 წელია.

 

ასევე, ჩვენი ძლიერი მხარე არის მაღალი ხარისხი, რომელსაც ამდენი წელია, არ ვღალატობთ და სწორედ ამიტომ უამრავი ერთგული მომხმარებელიც გვყავს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

წლის ბოლომდე ვგეგმავთ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას. ბაზარზე შემოვიტანთ გრძელვადიანი შენახვის 3,2% და 2,5% ცხიმიანობის რძეს. გარდა ამისა ვგეგმავთ ჩამოსასხმელი  იოგურტების წარმოებასაც.