“მასტერშეფი” - მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ ქართულ ტელესივრცეში იწყება!
“მასტერშეფი” - მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ ქართულ ტელესივრცეში იწყება!

 

„მას­ტერ­შე­ფი“ - მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი, რე­ი­ტინ­გუ­ლი, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შოუ ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, „პირ­ველ არხზე“ 18 მა­ი­სი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა.

 

„მას­ტერ­შე­ფი“ ყვე­ლა­ზე ცე­ცხლო­ვა­ნი და დი­ნა­მი­კუ­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­და­ცე­მაა, რაც კი ოდეს­მე გი­ნა­ხავთ. ის აშშ-ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის რე­ი­ტინ­გებ­ში ყო­ველ­თვის სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს და მა­ყუ­რე­ბე­ლიც არ­ცერთ სე­ზონს არ ღა­ლა­ტობს.

 

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მზა­რე­უ­ლე­ბი „მას­ტერ­შე­ფის“ ტი­ტუ­ლის­თვის არამ­ხო­ლოდ იმ პრი­ზის გამო იბ­რძვი­ან, რაც ფი­ნა­ლურ ტურ­ში ელით, არა­მედ სა­ხე­ლი­სა და დი­დე­ბის­თვი­საც, რა­საც გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტანთ.

 

ავ­სტრა­ლი­ა­სა და აშშ-ში არ­სე­ბობს მა­გა­ლი­თე­ბი, როცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რა აა­წყეს და სა­კუ­თა­რი რეს­ტორ­ნე­ბიც გახ­სნეს, რო­მე­ლიც სტუმ­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არას­დროს არ გა­ნიც­დის.

 

"მას­ტერ­შე­ფი“ უმაღ­ლეს სტან­დარტს ითხოვს, რო­მე­ლიც მოყ­ვა­რულ­მა მზა­რე­ულ­მაც კი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე დღი­თი­დღე ვი­თარ­დე­ბა, ახალ უნა­რებს იძენს და სა­კუ­თარ თავ­ში კი­დევ უფრო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღ­მო­ა­ჩენს. "მას­ტერ­შე­ფი" კი სწო­რედ ის გახ­დე­ბა, ვინც ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­და­ლა­ხავს, გა­უძ­ლებს ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის კრი­ტი­კას, მო­ამ­ზა­დებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ველ, გემ­რი­ელ კერ­ძებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღი­ა­რე­ბენ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­ულს.

 

რო­გორც AMBEBI.GE-ს გა­და­ცე­მის პრო­დუ­სერ­მა გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ გა­ნუ­მარ­ტა, "მას­ტერ­შე­ფის" ტი­ტუ­ლის მსურ­ვე­ლი იმ­დე­ნად ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, პირ­ველ ეტაპ­ზე 70 მო­ნა­წი­ლე მოხ­ვდა, როცა აშშ-ში გა­და­ცე­მა 100 კონ­კურ­სან­ტით იწყე­ბა. მისი შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კუ­ლი­ნა­რია ვი­თარ­დე­ბა, რა­საც ხელი ღვი­ნის ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბამ და ტუ­რი­ტე­ბის ინ­ტე­რეს­მაც შე­უ­წყო. ამ პრო­ცეს­ში კი „მას­ტერ­შე­ფი“ თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს.

„ამ გა­და­ცე­მის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა სწო­რედ სი­მარ­ტი­ვე­შია. ჩახ­ლარ­თუ­ლი წე­სე­ბი არ აქვს და მა­ყუ­რე­ბე­ლი რა­საც ხე­დავს, პირ­და­პირ ის არის. გა­და­ცე­მა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კონ­კურ­სან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბაა, რაც არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია, რად­გან ყვე­ლა კუ­თხი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ვი­და. გა­და­ვარ­ჩი­ეთ ასო­ბით კონ­კურ­სან­ტი, რის შემ­დე­გაც 70 დარ­ჩა და ისი­ნი 3-კა­ცი­ა­ნი ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­სდგე­ი­ან.

 

„მას­ტერ­შე­ფის“ წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ჟი­უ­რის 3 წევ­რი­დან თუ ორი ან სა­მი­ვე მო­ნა­წი­ლეს ეუბ­ნე­ბა, რომ კერ­ძი მოს­წონს, კონ­კურ­სანტს ეძ­ლე­ვა წინ­სა­ფა­რი და შემ­დეგ ტურ­ში გა­და­დის. იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნიც გა­და­ვა მე­ო­რე ტურ­ში, ეძ­ლე­ვათ შემ­დე­გი და­ვა­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც ჟი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ათე­ულს ამო­არ­ჩევს. სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი - თითო გა­და­ცე­მა­ში 2-2 და­ვა­ლე­ბაა, რა­საც ათე­ულ­მა უნდა გა­უძ­ლოს, წა­გე­ბუ­ლი კი შოუს ტო­ვებს. ვინ და­ტო­ვებს შოუს, ამას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟი­უ­რი წყვეტს!" - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია.

 

ჟი­უ­რის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის უკან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა დგას. კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში 2005 წლი­და­ნაა და მას ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი კო­ცეპტ-სივ­რცე­ე­ბი გა­მო­არ­ჩევს.

 

კონ­სტან­ტი­ნემ ცნო­ბი­ლი რეს­ტო­რა­ნი „შე­ფის ბე­ბია“ და­არ­სა. 2014 წლი­დან ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიწ­ვე­უ­ლი შეფი იყო, 2018 წელს კი Gault&Millau-ს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტი“ გა­ი­მარ­ჯვა.

 

 

 

რო­გორც თე­დე­ლუ­რი  აღ­ნიშ­ნავს, „მას­ტერ­შეფ­მა“ მის­ცა შან­სი, და­არ­ღვი­ოს მზა­რე­უ­ლის სტე­რე­ო­ტი­პი, შექ­მნას ახა­ლი სტან­დარ­ტი ქარ­თულ გას­ტრო-სივ­რცე­ში და ხმა­მაღ­ლა თქვას, რომ კუ­ლი­ნა­რია ხე­ლოვ­ნე­ბაა.

„მას­ტერ­შე­ფი მზა­რე­უ­ლებ­სა და და რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლებს მის­ცემს სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუ რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რონ ხედ­ვა, ურ­თი­ერ­თნ­დო­ბა და მიდ­გო­მა საქ­მი­სად­მი. პრო­ექ­ტი მზა­რე­უ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სწო­რად და­ა­ნა­ხონ მათ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ჩარ­ჩო­ე­ბი მოხ­სნან "ნა­ხა­ტებს", შთა­გო­ნე­ბით შექ­მნან კერ­ძე­ბი და აქ­ცი­ონ ის ხე­ლოვ­ნე­ბად“, - აღ­ნიშ­ნა მან.

 

„მას­ტერ­შე­ფის“ მო­ნა­წი­ლე­ებს ჟი­უ­რი­ში კი­დევ ერთი კომ­პე­ტენ­ტუ­რი და გა­მოც­დი­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი - ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი ელო­დე­ბათ. ის სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მო­ლე­კუ­ლუ­რი გას­ტრო­ნო­მი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

 

 

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში 26-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 2009 წლი­დან არის ლექ­ტო­რი კუ­ლი­ნა­რი­ულ კო­ლე­ჯში „იკა­რუ­სი“, 2013-2016 წლებ­ში კი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში ქარ­თულ და მსოფ­ლიო სამ­ზა­რე­უ­ლოს ას­წავ­ლი­და. გარ­და ამი­სა, ის წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნე­ბის ბრენდ-შეფი იყო.

 

შე­კი­თხვა­ზე, რო­გო­რია მის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი, ლე­ვა­ნი პა­სუ­ხობს, რომ ამ ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბას ბევ­რი ეტა­პი გა­ნა­პი­რო­ბებს.

 

"პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­უ­ლად აღი­ა­რე­ბას ბევ­რი ეტა­პი გა­ნა­პი­რო­ბებს. ელო­დე­ბით, რომ გა­მარ­ჯვე­ბულს ჰქონ­დეს თა­ვი­სი ხედ­ვა და ცოტა ვი­ზუ­ა­ლუ­რი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბაც გა­აჩ­ნდეს. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, კერ­ძი გემ­რი­ე­ლი უნდა იყოს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს ოჯა­ხის კერ­ძი იქ­ნე­ბა, ბე­ბი­ის რე­ცეპ­ტი თუ ა.შ.

 

საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. გემ­რი­ელ და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს გვთა­ვა­ზობ­დნენ, მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

 

რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი და კუ­ლი­ნა­რი­ის სფე­როს ექ­სპერ­ტი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო შოუს პირ­დე­ბა. „პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, გა­მო­ავ­ლი­ნოს კრე­ა­ტი­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ სამ­ზა­რე­უ­ლო, კერ­ძებს ხში­რად ამ­ზა­დე­ბენ სახ­ლში. მე გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ისე­თი კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი, ისე­თი უნა­რე­ბით, რომ მეც და ყვე­ლას გაგ­ვა­ო­ცე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

 

მე­სა­მე და ჟი­უ­რის ერთი-ერთი ყვე­ლა­ზე მკაც­რი წევ­რი ლუკა ნა­ჭყე­ბი­აა, რო­მელ­მაც „მას­ტერ­შე­ფის“ პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მე­ბის ჩა­წე­რის დროს კონ­კურ­სან­ტთა ნა­წი­ლის მი­მართ კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რა.

 

ლუკა პრო­ფე­სი­ით სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გია. ის სურ­სა­თის ინ­დუსტრი­ა­ში 2010 წლი­დან, სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში კი 2012 წლი­დან ჩა­ე­ბა. ლუ­კას კონ­სულ­ტა­ცი­ით 25-ზე მეტი კვე­ბის ობი­ექ­ტი ამუ­შავ­და. 2014 წლი­დან დღემ­დე აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლის, ლექ­ცი­ებს ატა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­თაც.

 

 

მისი თქმით, შე­ფა­სე­ბი­სას საკ­მა­ოდ ხის­ტია, „წრე­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი“ არ უყ­ვარს და სათ­ქმელს ყო­ველ­თვის პირ­და­პირ ამ­ბობს. სათ­ქმე­ლი კი მხო­ლოდ ერთ რა­მეს - მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

 

„მე ასე ვუ­ყუ­რებ - სა­რეს­ტორ­ნო ინსდუსტრია საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ფსი­ქი­კუ­რა­დაც რთუ­ლად და­საძ­ლე­ვია და თუ ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ტყვა შენ­ზე ისე იმოქ­მე­დებს, რომ გაგ­ტე­ხავს, არას­წორ ინ­დუსტრი­ა­ში მოხ­ვდი. ამი­ტომ იმე­დი მაქვს, რომ ჩემს ნე­გა­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას ადა­მი­ა­ნი გა­მოწ­ვე­ვად მი­ი­ღებს და ჩემს „ჯიბ­რზე“ რა­ღაც კარ­გს გა­ა­კე­თებს - ასე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს მე“, - აღ­ნიშ­ნავს ლუკა.

 

რო­გორც ის ჩვენთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, „მას­ტრშე­ფით“ სურს, ყვე­ლას აჩ­ვე­ნოს, რომ კუ­ლი­ნა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბა ხდე­ბა.

 

„ამას ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა კუ­ლი­ნა­რი­ა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ივ­სე­ბა. იმე­დია, რომ ბევ­რის­თვის ეს დარ­გი ინ­სპი­რა­ცია გახ­დე­ბა და სხვე­ბიც გა­ბე­და­ვენ, რომ მას­ში ჩა­ერ­თონ. კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში „მას­ტერ­შე­ფის“ ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და­ფა­სე­ბა და მგო­ნი, მას­ტერ­შე­ფი კარ­გი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს სჭირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

 

რაც შე­ე­ხე­ბა შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ჯილ­დოს, ეს "მას­ტერ­შე­ფის" პარტნი­ო­რის m2-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ბი­ნაა. ამას­თან ერ­თად კი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯილ­დოდ მი­ი­ღებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლის ტი­ტულს და რაც მთა­ვა­რია - ხალ­ხის სიყ­ვა­რულს!

მასალის გამოყენების პირობები
16 მაისი, 2019 12:06 p.m.
ნანახია: 183