ხელნაკეთი შოკოლადის დღე 19 მაისს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება. - Gemrielia.ge

ხელნაკეთი შოკოლადის დღე 19 მაისს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება.

თუ შოკოლადი გიყვართ,  19 მაისი თქვენთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება!  ყვავილების, ვანილისა და კაკაოს გამაბრუებელი სურნელით გაჟღეთილი ბოტანიკური ბაღი, თბილისელი გურმანებისა და შოკოლადის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად გადაიქცევა 13:00 საათიდან საღამომდე. ამ დღის ორგანიზატორი შოკოლატერია "არტიზანი" და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღია. 

 

 

მზიან კვირა დღეს შოკოლადის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს დახვდებათ გამოფენილი 25 სახეობის ხელნაკეთი შოკოლადის ბომბონები, უგემრიელესი დესერტები, ცივი და ცხელი შოკოლადი, მუსიკალური გაფორმება ბენდის სახით და ცნობილი ჰიტებით. 

 

 აქ აუცილებლად გიამბობენ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც ამზადებენ მხოლოდ ნატურალურ შოკოლადს ყველა წესის დაცვით.   „არტიზანში“  სიყვარულს აქსოვენ ხელნაკეთ შოკოლადში.

მათმა  ჯადოქარმა კონდიტერებმა იციან, რომ თუ გინდა ნივთებს სული შესძინო თავად უნდა გააკეთო ისინი, საკუთარი ხელებით.

 

 

ხელნაკეთი ნივთის მთელი ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ემოციებით, სიხარულითა თუ საიდუმლოებებით სავსე ოსტატები ყოველი ახალი ნივთის დამზადებისას ქარხნულ მათემატიკურ სიზუსტეს არღვევენ.

„არტიზანის“ ხელნაკეთ შოკოლადს არამხოლოდ ნატურალური შოკოლადის არომატი აქვს, არამედ ემოცია და სული.