ბულგური - Gemrielia.ge

ბულგური

ბულგური ბურღული შემდეგნაირად მზადდება: ხორბლის მარცვლები გადის თერმულ დამუშავებას, რის შემდეგაც შრება მზეზე. გამშრალი მარცვალი იწმინდება ქატოსგან და იცეხვება სასურველ ზომამდე. ბულგური ხანდახან ერევათ დაცეხვილ ხორბალში და კუსკუსში. ხორბლის ამ ბურღულს იყენებენ სხვადასხვა სახის წვნიანებსა და სალათებში. იგი ასევე წარმოადგენს ბრინჯისა და კუსკუსის კარგ ალტერნატივას როგორც გარნირი.