როგორ უნდა იყოს ნახევარფაბრიკატები შეფუთული, რომ ყველა სასარგებლო ვიტამინი და მინერალი შეინარჩუნოს?
როგორ უნდა იყოს ნახევარფაბრიკატები შეფუთული, რომ ყველა სასარგებლო ვიტამინი და მინერალი შეინარჩუნოს?

განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა შესაფუთი მასალების ხარისხს, რომელსაც პროდუქტის ვარგისიანობისა და ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.  ნახევარფაბრიკატების წარმოებას, შეფუთვასა და მაღაზიის თაროებზე სწორად განთავსებას თავისი წესი და მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნები აქვს. ყველა ეს პროცესი კი იმდენად ხარისხიანად და სწორად უნდა იყოს შესრულებული, რომ როცა საკვები ჩვენს თეფშზე აღმოჩნდება, ახალი, გემრიელი და უვნებელი იყოს.

შესაფუთი მასალები განსაზღვრავს, როგორი ტენიანობა უნდა შეუნარჩუნდეს პროდუქტს, რა ვადა შეიძლება ჰქონდეს მას, რამდენად შეიძლება დაზიანდეს გარემოს ზემოქმედების შედეგად.

ბაზარზე არაერთ შეფუთულ ნახევარფაბრიკატს შეხვდებით, როგორც იმპორტირებულს ასევე ადგილობრივი წარმოების. სულ ახლახანს „ნიკორას“ შვილობილმა ბრენდმა „მზარეულმა“ მომხმარებელს პროდუქცია თანამედროვე, ეფექტურ შეფუთვაში შესთავაზა.

 

კონკრეტულად, რა მნიშვნელობა აქვს ხარისხიან შესაფუთ მასალას, ამის შესახებ დეტალურად კომპანია „მზარეულის“ ხარისხის მენეჯერი ნინო ლეფსაია გვესაუბრა.

 

რა მნიშვნელობა აქვს ხარისხიან შეფუთვას და რისგან იცავს იგი ნახევარფაბრიკატების პროდუქციას?

მასალა და დანადგარი, რომლითაც ნახევარფაბრიკატები იფუთება, შექმნილია იმისთვის, რომ პროდუქცია მავნე ზემოქმედებისგან, როგორიცაა გამონაბოლქვი, მტვერი, ჭუჭყი და სხვა დამაბინძურებლები, მაქსიმალურად იყოს დაცული. ამავდროულად ხარისხიანი შეფუთვა პროდუქტს  კვებით ღირებულებებს უნარჩუნებს. არ ხდება პროდუქტის გამოშრობა, შემცველი  ვიტამინების, კვებითი ღირებულებებისა და სასარგებლო თვისებების დაკარგვა. შესაფუთი მასალის ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია შეფუთვაში დაცული იყოს შესაბამისი ატმოსფერო, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისების შენარჩუნებას. უხარისხო მასალით შეფუთვამ შეიძლება პროდუქციის დაკნინება გამოიწვიოს. უფრო კონკრეტულად, თუ შესაფუთი მასალა ვერ აკავებს და ატარებს ქალაქის მავნე გამონაბოლქვს, თუნდაც ატმოსფეროს დამაბინძურებელ აგენტებს,  პროდუქტის ვარგისიანობის პრობლემა იქმნება.

 

რა შეიცვალა „მზარეულის“ ახალ შეფუთვაში?

„მზარეული“ მრავალი წელია უმაღლესი ხარისხის შესაფუთ მასალებს იყენებს, ამჯერად შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი. დაიხვეწა ვიზუალი, შესაფუთი მასალის ფორმა. ტრანსპორტისრებისთვის და შესანახად უფრო კომფორტული გახდა. ზოგადად „მზარეულის“, როგორც ბრენდის ძირითადი იდეაა ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს. რამდენიმე ათეული დასახელების ნახევარფაბრიკატს, რომელსაც კომპანია აწარმოებს რამდენიმე წუთი სჭირდება სახლში მოსამზადებლად. პროდუქტი მაღალი ხარისხის ნედლეულით მზადდება და  სახლში მომზადებული კერძების გემოს მოგაგონებთ.

 

 

ყველა ნახევარფაბრიკატი, რასაც კომპანია აწარმოებს, შეფუთულია?

ამ ეტაპზე, ბაზარზე, ახალ შეფუთვაში 26 დასახელების ნახევარფაბრიკატია წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ და შეფუთულ პროდუქციას ვთავაზობთ, ასევე ვინარჩუნებთ ასაწონი ნახევარფაბრიკატების გარკვეულ პოზიციებს, რადგან მოსახლეობაში ამის მოთხოვნა არსებობს. ჩვენი მიზანია, როგორც პროდუქციის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება ასევე მომხმარებლების მოთხოვნაზე მორგება, ადაპტირება.

მასალის გამოყენების პირობები
17 მაისი, 2019 10:35 a.m.
ნანახია: 113