9 ვიტამინი ტვინისთვის: რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ მეხსიერებას და ტვინის მუშაობას
ტვინი წარმოადგენს უმთავრეს ორგანოს ადამიანისთვის. ის არეგულირებს ყველა უმთავრეს სასიცოცხლო ფუნქციას. როდესაც ჩვენ არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს - ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ტვინისათვის, ხშირად ვგრძნობთ ენერგიის და პროდუქტიულობის დაქვეითებას, გაღიზიანებას... გაინტერესებთ რომელი პროდუქტები ესაჭიროება ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის?
ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ კარგმა დიეტამ შეიძლება დაიცვას ტვინი ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან. მაგალითად, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. გთავაზობთ ფსიქოლოგ მაირენ ბასკესის სტატიას, რომელშიც ის გვაძლევს რეკომენდაციებს იმ ვიტამინების შესახებ, რაც აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, ასევე იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაშიც შედის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ვიტამინები.
"თუ ცუდად ვიკვებებით, წამალი არ მოქმედებს. თუ კარგად ვიკვებებით - წამალი აღარ გვესაჭიროება". - აიურვედის მიმდევრების შეგონება. საკვები პროდუქტები და ვიტამინები, რომლებსაც მოვიხმართ, უშუალო ზემოქმედებას ახდენს (როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს) როგორც მთელ ორგანიზმზე, ასევე ტვინის მუშაობაზე. ტვინის ფუნქცია შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა ფაქტორით, გენეტიკით, კვებით და თქვენი ყოველდღიური ჩვევებით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ". " თუ თქვენ სწორად იკვებებით დღეს, თქვენი სხეული მადლობას გადაგიხდით ხვალ".
9 ვიტამინი ტვინისთვის. რომელ პროდუქტებში შეიძლება ვიპოვოთ ისინი?
1. პროვიტამინი А, ანუ ბეტა-კაროტინი
А ვიტამინი აუმჯობესებს მეხსიერებას, იცავს ტვინის უჯრედებს . ბეტა-კაროტინი წარმოადგენს წითელ პიგმენტს, რომელიც გადაიქცევა А ვიტამინად - თუ მას საკვებში გამოვიყენებთ. დადგენილია, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე მისი ნაკლებობა იწვევს ბავშვებში სიმაღლეში ჩამორჩენას.
რომელ პროდუქტებშია А ვიტამინი? ეს პროდუქტებია: გოგრა, პაპაია, მანგო, ნესვი და სტაფილო.
2. B1 ვიტამინი
ამ ვიტამინის ძირითადი ფუნქციაა მეხსიერების გაუარესების პროფილაქტიკა. ძლიერი "პრეპარატია" დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და აჩქარებს უჯრედში ჟანგბადის მიწოდებას. ასევე B1 ვიტამინი თიამინის სახელითაა ცნობილი. იგი მონაწილეობს გულის მუშაობაში, მოქმედებს მხედველობაზე. კვლევების თანახმად, B1 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კორსაკოვის სინდრომს (კორსაკოვის ფსიქოზი, რომელიც ძირითადად გვხვდება ალკოჰოლიკებში და შიდსით დაავადებულებში). რომელ პროდუქტებშია B1? ქათმის, ძროხის და ღორის ხორცში, ასევე თევზში, კაკალში, ხილსა და ბოსტნეულში... განაგრძეთ კითხვა