„მარილს თავიდანვე უმატებენ...“ და კიდევ 6 შეცდომა, რომლებსაც ერბო-კვერცხის მომზადებისას თითქმის ყველა უშვებს - Gemrielia.ge

„მარილს თავიდანვე უმატებენ...“ და კიდევ 6 შეცდომა, რომლებსაც ერბო-კვერცხის მომზადებისას თითქმის ყველა უშვებს

ერბოკვერცხი - უმარტივესი კერძი, რომლის გაკეთება იციან მათაც კი, ვინც არანაირ კულინარულ უნარსა თუ ცოდნას არ ფლობს. მას ძალია ბევრი ამზადებს საუზმისთვის. თუმცა ბევრი ჩვენგანი გარკვეულ შეცდომებს მაინც უშვებს მისი მომზადების დროს. გთავაზობთ შვიდ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც უმეტესი ჩვენგანი უშვებს ერბოკვერციხს მომზადებისას. გამორიცხეთ ეს შეცდომები და თქვენი საუზმე გაცილებით გემრიელი და ჰაეროვანი გამოვა.

 



1. არასწორად ირჩევთ ტაფას

Image result for adding oil to pan



აირჩიეთ საშუალო ზომის ტაფა, უმჯობესია თუჯის, სქელი ძირით. ამ სემთხვევაში ისეთი სწრაფად მომზადებადი კერძი, როგორიცაა ერბოკვერცხი, არ მიეწვება ძირზე.

2. ნაღების მაგივრად ამატებთ რძეს


Image result for dessert



ერბოკვერცხში, როგორც წესი, უმატებენ ნაღებს, რადგან მასში არსებული ცხიმი ცილაში სინოტივეს იკავებს. თუ ნაღებს რძით შეცვლით, ერობოკვერცხი წყალ-წყალა გამოგივათ. გემოს გასაძლიერებლად სასურველია დაამატოთ ზედმეტი კვერცხის გული. რაც უფრო მეტ ხანს თქვეფთ კვერცხს და ნაღებს ერთად, მით გემრიელი გამოვა ერბოკვერცხი. ოღონდ უნდა ათქვიფოთ უშუალოდ მომზადების წინ. 

3. კვერცხებს პირდაპირ ტაფაზე ტეხავთ

კვერცხის გასატეხად უმჯობესია დანის გამოყენება: ნაჭუჭი უნდა გატყდეს ისე, რომ მისი ნარჩენები ერბოკვერცხში არ მოხვდეს.

Image result for mixing eggs on pan



4. ამზადებთ ძლიერ ცეცხლზე

Image result for scrambled eggs making

 


მოამზადეთ ერბოკვერცხი დაბალ ცეცხლზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტ დროს ითხოვს. ამგვარად შეამცირებთ კვერცხის ტაფის ძირზე მიწვისა და გამუქების რისკს. მომზადების პროცესის გასაკონტროლებლადაც მეტი დრო გექნებათ. იხილეთ გაგრძელება