არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას - ეს ყველამ უნდა იცოდეს! - Gemrielia.ge

არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

 

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაკარონი იტალიის ეროვნულ ღირსებად ითვლება. მას უამრავი სახის სოუსთან მიირთმევენ. ბევრისთვის მაკარონი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი კერძია, თუმცა სინამდვილეში არსებობს რამდენიმე წესი და ხერხი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია იდეალური მაკარონის კერძის მისაღებად.

იტალიელმა მზარეულებმა დაასახელეს 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც მაკარონის მომზადებისას ვუშვებთ ხოლმე.

 


1. სხვადასხვა მწარმოებლის მაკარონის ხარისხი ერთმანეთისგან შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს.

 

image
შესაბამისად, განსხვავდება ფასიც. ზოგიერთი ბრენდი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება წარმოების დანადგარებს. ზოგიერთი ექსტრუდერი სპილენძის არის და, შესაბამისად უფრო ძვირია, ვიდრე ტეფლონის. პირველის შემთხვევაში შობის პროცესი უფრო ნელია და პროდუქტიც მეტად ჰაეროვანი გამოდის. აქედან გამომდინარე, მაკარონიც უფრო კარგად იჟღინთება სოუსით.

 


2. ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

image


იმის მიხედვით, როგორი სოუსის გაკეთებას აპირებთ, მნიშვნელოვანია სწორად აარჩიოთ მაკარონის ზომა. თუ უფრო თხელ სიუსს არჩევთ, უმჯობესია პასტა გრძელი იყოს, მოკლე მაკარონი კი ხორცის ან დაჭრილი ბოსტნეულისგან დამზადებულ სოუსებს უხდება.



3. წყლის პროპორცია.

როგორც წესი, 100 გრამი პასტას მოსახარშად 1 ლიტრი წყალია საჭირო. თუ წყალი მცირე რაოდენობით არის, მაკარონი გარედან უფრო სწრაფად მოიხარშება, ვიდრე შიგნით. ამასთან, მცირე რაოდენობით წყლის შემთხვევაში, წყალში სახამებლის კონცენტრაცია მეტი ხდება, რამაც შეიძლება კერძის სიმწარე გამოიწვიოს. 



4. არ გადაავლოთ წყალი მაკარონს მოხარშვის შემდეგ.

 

image


თუ გსურთ შეაჩეროთ მაკარონის ხარშვის პროცესი ორი ვარიანტი გაქვთ: ქვაბში დაამატეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან საერთოდ გადააქციეთ წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი და მოურიეთ, რათა პასტა ერთმანეთს არ მიეკროს. გაცივებით კი თავად უნდა გაცივდეს. თუ ცივ წყალს გადავავლებთ, ჩამოირეცხება სახამებელიც, რომელიც ხელს უწყობს მაკარონის სიუსთან შერევას, და შედეგი არც თუ სახარბიელო იქნება.

5. ყურადღება მიაქციეთ ხარშვის დროს.


ზოგადად მაკარონი უნდა მოიხარშოს შეფუთვაზე მითითებული დროის შესაბამისად. მაგრამ მაინც ყოველთვის თავად შეამოწმეთ პასტის მზაობა, რადგან ზოგიერთ შეფუთვაზე დრო არასწორად არის მითითებული. სანამ მაკარონს სოუსში აურევთ, საჭიროა პასტა ოდნავ შეშრეს. განაგრძეთ სტატიის კითხვა...