რატომ მივიდა ცნობილი კულინარი "მასტერშეფში" და რით აპირებს ჟიურის გაოცებას - "მინდა, კერძების მომზადებისას დედის და ბებიის სახელები გამოვიყენო" - Gemrielia.ge

რატომ მივიდა ცნობილი კულინარი "მასტერშეფში" და რით აპირებს ჟიურის გაოცებას - "მინდა, კერძების მომზადებისას დედის და ბებიის სახელები გამოვიყენო"

43 წლის ნინო ბა­რა­თაშ­ვი­ლის, იგი­ვე შა­ი­ნი­ნას რე­ცეპ­ტე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი 2 წლის წინ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის მეშ­ვე­ო­ბით გახ­და. ცნო­ბა­დო­ბა და ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ შა­ი­ნი­ნამ "ფე­ის­ბუქ­ზე" გად­მო­ი­ნაც­ვლა და მისი გვერ­დის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ახალ რე­ცეპ­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ელო­დე­ბი­ან.

 

ნი­ნომ გა­და­წყვი­ტა, შა­ი­ნი­ნას რე­ცეპ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­შო­უს ქარ­თულ ანა­ლოგ­ში "მას­ტერ­შეფ­ში" მი­ე­ტა­ნა და ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟი­უ­რის­თვის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის­თვის, კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი­სა და კუკა ნა­ჭე­ბი­ას­თვის წა­რედ­გი­ნა.

 

ალ­ბათ, მა­ყუ­რე­ბელ­მაც შა­ი­ნი­ნას­თან ერ­თად გა­ნი­ცა­და და ინერ­ვი­უ­ლა, როცა ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მის მომ­ზა­დე­ბულ "გიზ­გი­ზას" მკაც­რი სა­ხე­ე­ბით სინ­ჯავ­დნენ და რე­აქ­ცი­ა­საც არ გა­მო­ხა­ტავ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, შა­ი­ნი­ნამ და "გიზ­გი­ზამ" წი­ნა­სა­ფა­რი და­იმ­სა­ხუ­რეს და გა­და­ცე­მის ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ და პო­ზი­ტი­ურ მო­ნა­წი­ლეს მალე შემ­დეგ ტურ­ში შევ­ხვდე­ბით.

 

 

შა­ი­ნი­ნამ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და "მას­ტერ­შე­ფი­სად­მი" მისი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს უამ­ბო:

 

- თქვე­ნი "შა­ი­ნი­ნას რე­ცეპ­ტე­ბი" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ალ­ბათ, ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც თქვენ შე­სა­ხებ არ იცის. მოგ­ვი­ყე­ვით, კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი­სა და შა­ი­ნი­ნას რე­ცეპ­ტე­ბის შე­სა­ხებ....

 

- დიდ ხა­ნია, კუ­ლი­ნა­რია მა­ინ­ტე­რე­სებს. დე­და­ჩე­მიც და ბე­ბი­ა­ჩე­მიც ძა­ლი­ან კარ­გი კუ­ლი­ნა­რე­ბი იყ­ვნენ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ. მე მა­ინც ბე­ბი­ა­ჩემს გა­მოვ­ყოფ­დი, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ჰქონ­და. ბე­ბი­ა­ჩემ­მა იცო­და ის ძვე­ლი კერ­ძე­ბი, რო­მელ­საც პი­რა­დად ჩემ­თვის ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ყე­ნებ და ვა­პი­რებ, რომ თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, "მას­ტერ­შეფ­შიც" გა­მო­ვი­ყე­ნო. შე­იძ­ლე­ბა, ეს კერ­ძე­ბი ცოტა მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ბაზა მა­ინც ბე­ბი­ა­ჩე­მის სა­ხელს ატა­რებს.

 

დე­და­ჩემ­საც ჰქონ­და თა­ვი­სი სა­ფირ­მო კერ­ძე­ბი რო­გორც ცო­მე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე ცხე­ლი ძი­რი­თა­დი კერ­ძე­ბი და ვფიქ­რობ, რომ "მას­ტერ­შე­ფის" კონ­კურ­სში მის კერ­ძებ­საც აუც­ლებ­ლად მო­ვუ­ძებ­ნი ად­გილს. მე ოჯახ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ორი­ვე მი­იჩ­ნევ­და, რომ ინ­ფორ­მა­ცია და ცოდ­ნა, რო­მელ­საც ფლობ­დნენ აუ­ცი­ლებ­ლად ჩემ­ში უნდა და­ტე­უ­ლი­ყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის მქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის ძა­ლი­ან დიდი ნა­კა­დი, რომ­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი. ჩემი მხრი­დან, ორი­ვეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მათ მი­მართ გარ­კვე­უ­ლი ძღვე­ნი იყო, როცა დე­და­ჩე­მი­სა და ბე­ბი­ა­ჩე­მის რე­ცეპ­ტე­ბი ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნობ­ლი კუ­ლი­ნა­რის ოლია ჰერ­კუ­ლე­სის წიგნ­ში აღ­მოჩ­ნდა.

 

რაც შე­ე­ხე­ბა "შა­ი­ნი­ნას რე­ცეპ­ტებს", ეს გვერ­დი არ­სე­ბობს მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა "დღის შოუს" კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნა­წი­ლის წამ­ყვა­ნი გავ­ხდი. რე­ა­ლუ­რად, ეს სა­ხე­ლი - შა­ი­ნი­ნაც მა­შინ აფეთ­ქდა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ე­დო, თუმ­ცა ეს სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ჩემი ფსევ­დო­ნი­მი იყო. "შა­ი­ნი­ნას რე­ცეპ­ტებს" 35 000 ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს და ისი­ნი მსგავ­სად სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გვერ­დე­ბი­სა სი­ახ­ლე­ებს ყო­ველ­დღე ეც­ნო­ბი­ან.

 

შა­ი­ნი­ნა არის გოგო, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო, სი­ახ­ლე­ე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და არას­დროს არ ეში­ნია ახა­ლი თა­ო­ბის. ვფიქ­რობ, რომ მე ვარ ის ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც არც აღ­მა­ვა­ლი და არც დაღ­მა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია არც მა­მებ­თან და არც შვი­ლებ­თან. ასე რომ ვფიქ­რობ, "მას­ტერ­შე­ფის" შემ­თხვე­ვა­ში ჩემი პერ­სო­ნა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ და გა­მო­ვი­ყე­ნებ ახალ თა­ნა­მედ­რო­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებს რო­გორც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ასე­ვე კერ­ძე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, იმ ძველ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და რე­ცეპ­ტებს, რო­მელ­საც ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან და ასე­ვე, ბევ­რი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­გან ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­მენ­დი, გა­მო­ვი­ყე­ნებ. პირ­ვე­ლი კერ­ძი­დან, რო­მე­ლიც მო­ვამ­ზა­დე, 40 წელი გა­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ საკ­მა­ოდ სტა­ჟი­ა­ნი მზა­რე­უ­ლი ვარ.

 

 

- რაც შე­ე­ხე­ბა კერძს, რო­მე­ლიც "მას­ტერ­შეფ­ში" მო­ამ­ზა­დეთ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ჟი­უ­რის­თვის "გიზ­გი­ზა" წარ­გედ­გი­ნათ?

 

- აქამ­დე არ მომ­ცე­მია სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ვეც­დე­ბი, ყვე­ლა კერძს, რო­მელ­საც ჟი­უ­რის "სამ­სჯავ­რო­ზე" გა­ვი­ტან, თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვა. ვფიქ­რობ, რომ ეს სა­ხე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ღრმად იბეჭ­დე­ბა და ზუს­ტად ამის მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩემი "გიზ­გი­ზა" - მექ­სი­კურ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი სუპი, რო­მელ­მაც ჩემ მიერ დარ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლის გამო ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და რე­ა­ლუ­რად, ქარ­თულ სუ­პად იქცა.

 

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კერ­ძი "გიზ­გი­ზა" ჩემი თი­ლის­მაა, რად­გან "დღის შოუს" კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნა­წი­ლის კონ­კურ­სში სწო­რედ ეს კერ­ძი მო­ვამ­ზა­დე. "გიზ­გი­ზა" გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. შემ­დეგ ეს სუპი პირ­და­პირ ეთერ­შიც მო­ვამ­ზა­დე და მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

 

რო­დე­საც "მას­ტერ­შეფ­ში" გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­ვე­დი და მკი­თხეს თუ რას გა­ვა­კე­თებ­დი, პირ­ვე­ლი, რაც გა­მახ­სენ­და, "გიზ­გი­ზა" იყო. ვფიქ­რობ, რომ ჟი­უ­რის კერ­ძი მო­ე­წო­ნა, რად­გან წინ­სა­ფა­რი და­ვიმ­სა­ხუ­რე, თუმ­ცა მღელ­ვა­რე­ბა და სტრე­სი ძა­ლან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იყო. რე­ა­ლუ­რად, ჟი­უ­რის სა­მი­ვე წევ­რი სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე შემ­ხვედ­რია, ზოგი მათ­გა­ნი ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ყო­ფი­ლა, მე მათ მი­მართ ნელ-თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და ნაც­ნო­ბო­ბა ყო­ველ­თვის მქონ­და. თუმ­ცა რო­დე­საც "სამ­სჯავ­რო­ზე" გა­დი­ხარ რო­გორც მზა­რე­უ­ლი და ჟი­უ­რის სა­მი­ვე წევ­რი ძა­ლი­ან შემ­დგა­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა. მქონ­და ის­ტე­რი­უ­ლი შიში, ორი დღე და ღამე არ მე­ძი­ნა ამ კონ­კურ­სის შემ­დეგ, რად­გან ბოლო წა­მამ­დე არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჟი­უ­რის წევ­რებს მოვ­ხიბ­ლავ­დი.

 

- კერ­ძის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, ჟი­უ­რის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა გი­თხრათ, რომ ის თქვენ­გან უფრო მეტს ელო­და. თქვენ რო­გორ მი­ი­ღეთ მისი ეს ფრა­ზა?

 

- ეს იყო სიგ­ნა­ლი იმი­სა, რომ ბევ­რად უფრო მეტი უნდა შევ­თა­ვა­ზო ჟი­უ­რი­საც და მა­ყუ­რე­ბელ­საც. ანუ ის დონე, რო­მე­ლიც მე ამ ეტაპ­ზე მაქვს, არ არის საკ­მა­რი­სი, რომ "მას­ტერ­შეფ­ში" ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი ვიყო. ამი­ტომ სა­ნამ შემ­დე­გი ტუ­რე­ბი და­ი­წყე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ვზი­ვარ და ვმე­ცა­დი­ნე­ობ. გად­მო­ლა­გე­ბუ­ლი მაქვს ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის წიგ­ნი, ვეც­ნო­ბი კუ­ლი­ნა­რი­ის ევ­რო­პულ და მსოფ­ლიო მიმ­დი­ნა­რე­ობ­საც და ვმე­ცა­დი­ნე­ობ კერ­ძის გა­ფორ­მე­ბის მი­მა­თუ­ლე­ბით. მინ­და, გა­ვა­ლა­მა­ზო და მოვ­კაზ­მო ჩემო კერ­ძე­ბი, რათა თვა­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი იყოს და მა­ყუ­რე­ბელ­საც არ გა­უჩ­ნდეს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ მათ მე­ტის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ.

 

 

- რაც შე­ე­ხე­ბა "მას­ტერ­შე­ფის" შემ­დეგ ეტაპს, რო­გორ კერძს შეს­თა­ვა­ზებთ ჟი­უ­რის?

 

- ძა­ლი­ან მინ­და, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას დე­და­ჩე­მი­სა და ბე­ბი­ა­ჩე­მის სა­ხე­ლე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნო. ნა­ფიქ­რი მაქვს რამ­დე­ნი­მე კერძზე. ზო­გა­დად, კერ­ძე­ბი ხომ სუ­პე­ბად, ძი­რი­თად კერ­ძე­ბად, სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მად, ცხო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბად იყო­ფა. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­ტა­რა ჩონ­ჩხე­ბი მაქვს გამ­ზა­დე­ბუ­ლი. როცა ჟი­უ­რი იტყვის, რომ გაქვთ ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და მათი მეშ­ვე­ო­ბით ეს კონ­კრე­ტუ­ლი კერ­ძი უნდა მო­ამ­ზა­დოთ, ამის­თვის სა­რე­ზერ­ვო ჩა­ნა­ხა­ტე­ბი მაქვს.

 

ერთ-ერთი ასე­თი სა­რე­ზერ­ვო ჩა­ნა­ხა­ტი ჩემი მხრი­დან არის "ფე­ფუ­ცა". ამ სა­ხელს ბე­ბი­ა­ჩემს ეძახ­დნენ, თუმ­ცა ქე­თე­ვა­ნი ერ­ქვა. სა­ხე­ლი ფე­ფუ­ცა ძა­ლი­ან მეტ­კბი­ლე­ბა. ბე­ბი­ა­ჩე­მი სუ­პე­ბი­სა და შე­ჭა­მან­დე­ბის დე­დო­ფა­ლი იყო. მე მისი ხარ­ჩოს სუპი გა­მი­სინ­ჯავს, ეს არის თო­ნის პუ­რის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი, ასე­ვე, გა­მი­სინ­ჯავს ტყლა­პის სუპი და ვფიქ­რობ, რომ თუ ოდეს­მე რო­მე­ლი­მე ტურ­ში, სუპი მო­ვი­და, ბე­ბი­ა­ჩე­მის პა­ტივ­სა­ცე­მად ასე­თი კერ­ძი მო­ვამ­ზა­დო. თუ იქ­ნე­ბა ფქვი­ლე­უ­ლის ნა­წარ­მი, დე­და­ჩე­მის ხორ­ცი­სა და ტარ­ხუ­ნის ცნო­ბილ ღვე­ზე­ლებს მო­ვამ­ზა­დებ და და­ვარ­ქმევ ანი­ას - მის სა­ხელს. თუ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და ვფიქ­რობ, რომ ამის მცი­რე შან­სი არ მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვამ­ზა­დებ "შა­ი­ნი­ნას სა­დილს" და ასე თან­და­თან, სა­ხე­ლე­ბით უკ­ვდავვყოფ ჩემს კერ­ძებს "მას­ტერ­შე­ფის" ეთერ­ში.

 

- რას მოგ­ცემთ "მას­ტერ­შე­ფი" და მიხ­ვე­დით თუ არა ამ პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის?

 

- წინ­საფ­რის აღე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 4 დღის შემ­დეგ გა­ვარ­კვიე, რა იყო "მას­ტერ­შე­ფის" მთა­ვა­რი პრი­ზი. ისე­თი შოკი მი­ვი­ღე, რომ ყველ­გან გა­დავ­რე­კე და ვი­კი­თხე, მარ­თლა m2-ის ბინა იყო თუ არა სა­ჩუქ­რად, რად­გან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კურ­სში ძა­ლი­ან გა­უთ­ვიც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მი­ვე­დი, რომ რაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მთა­ვა­რი პრი­ზი, მე ამა­ზეც თა­ნახ­მა ვიქ­ნე­ბო­დი.

 

ჩემ­თვის, კუ­ლი­ნა­რია დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ეს არის ხა­ლი­სი და სა­კუ­თარ თავ­თან კომ­ფორ­ტუ­ლად ყოფ­ნა. რე­ა­ლუ­რად, რაც უფრო დიდ­ხანს მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო, და ჟი­უ­რის და მა­ყუ­რე­ბელ­საც მი­ვა­ნი­ჭო, უფრო უკე­თე­საცდ ვიქ­ნე­ბი, თუნ­დაც მთა­ვა­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლი არ ვიყო. არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად არა­ამ­ბი­ცი­უ­რად ან ამ­ბი­ცი­უ­რად ჩანს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მე საბ­რძოლ­ვე­ლად არ ვარ მო­სუ­ლი, მო­ვე­დი იმის­თვის, რომ ვი­სი­ა­მოვ­ნო და სხვებ­საც მი­ვა­ნი­ჭო სი­ა­მოვ­ნე­ბა.