თავშავა - Gemrielia.ge

თავშავა

საქართველოში ხარობს Origanum vulgare . საერთაშორისო ბაზარი განასხვავებს:
ესპანურ თავშავას Origanun onites, რომელიც ძირითადად ბერძნული და მცირეაზიური წარმოშობისაა და მაიორანს Origanum heracleoticum.
თავშავა აქტიურად გამოიყენება ევროპულ კულინარიაში. ითვლება, რომ მაიორანი და თავშავა ერთმანეთს კარგად ავსებს და არომატით ერთმანეთს ჩამოგავს. ნედლი ან გამხმარი ბალახი გამოიყენება სანელებლად, რომელსაც "ორეგანოს" უწოდებენ. მოიხმარენ პიცისა და სპაგეტის შესაკმაზად. გამოიყენება ასევე მექსიკურ და ესპანურ კულინარიაში სალათების, საწებლების, წვნიანისა და ბოსტნეულის კერძების მოსამზადებლად. თავშავა ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ფარმაკოლოგიაში, ფიტოთერაპიასა და პარფიუმერიაში.