"ბევრი იურისტი და ეკონომისტი მინახავს, რომლებსაც სურთ მზარეულები გახდნენ" - ქართველი შეფი, რომელმაც კულინარიის სწავლა "ბნელი 90-იანებიდან" დაიწყო - Gemrielia.ge

"ბევრი იურისტი და ეკონომისტი მინახავს, რომლებსაც სურთ მზარეულები გახდნენ" - ქართველი შეფი, რომელმაც კულინარიის სწავლა "ბნელი 90-იანებიდან" დაიწყო

მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სია 26 წლის წინ აირ­ჩია და მას შემ­დეგ, სამ­ზა­რე­უ­ლო ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, პრო­ფე­სი­ამ აირ­ჩია და ისე შე­ე­სის­ხლხორ­ცა, რომ დროს­თან ერ­თად, სულ უფრო აზარ­ტში შე­დის.

 

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი კულ­ნა­რი­უ­ლი შოუს „მას­ტერ­შე­ფის“ ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ის ჟი­უ­რის წევ­რი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მო­ლე­კუ­ლუ­რი გას­ტრო­ნო­მი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტია.ჩვენს მკი­თხველს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ უამ­ბობს:

 

"კუ­ლი­ნა­რია ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო არ იყო, სა­ერ­თოდ არ მი­ზი­დავ­და, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მზა­რე­უ­ლი გავ­ხდე­ბო­დი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შავ-ბნელ 90-იან წლებ­ში, როცა არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და, ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, ცოტა ხნით მო­მე­სინ­ჯა და მე­ნა­ხა, მო­მე­წო­ნე­ბო­და თუ არა სას­ტუმ­რო „მე­ტეხ­ში“ მუ­შა­ო­ბა. დავ­თან­ხმდი, რად­გან სას­ტუმ­რო ახა­ლი გახ­სნი­ლი იყო, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლას ოც­ნე­ბა იყო იქ მოხ­ვედ­რა.

 

ფაქ­ტობ­რი­ვად, აქე­დან და­ი­წყო ჩემი კუ­ლი­ნა­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა, მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მი­წია უცხო­ე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა, საკ­მა­ოდ კარ­გი ცოდ­ნა მი­ვი­ღე, რად­გან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მქონ­და და ვცდი­ლობ­დი, რომ საქ­მე არ გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნა.

 

ორი წლის შემ­დეგ იქი­დან წა­მო­ვე­დი. ამ პე­რი­ოდ­ში ჩემი გა­ტა­ცე­ბა იყო რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აპა­რა­ტუ­რას­თან მუ­შა­ო­ბა და აქე­და­ნაც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, თუმ­ცა სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ბუმი იყო, სა­მუ­შა­ოდ მიწ­ვევ­დნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, აქე­დან და­ვი­წყე ჩემი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა.

 

 

ჩემს თავს ვუ­თხა­რი - „თუ ამ პრო­ფე­სი­ა­ში ხარ, უნდა იყო სა­უ­კე­თე­სო", თუ არა­და, უნდა და­მემ­თავ­რე­ბი­ნა ამ პრო­ფე­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და სხვა­ზე უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. მა­შინ მზა­რე­უ­ლებს დი­დად არ აფა­სებ­დნენ, და­უ­ფა­სე­ბე­ლი შრო­მა იყო, დიდ­ხანს გვი­წევ­და ფეხ­ზე დგო­მა, 12, ხან 16 სა­ა­თი.

 

და­ახ­ლო­ე­ბით, 23-24 წლის ასაკ­ში, ინ­ტერ­ნე­ტიც რომ გაჩ­ნდა, გა­დავ­წყვი­ტე, ამ პრო­ფე­სი­ა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და გას­ტრო­ნო­მი­ა­ში ჩემი სი­ტყვა მეთ­ქვა. და­ვი­წყე თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, გა­მი­მარ­თლა, რომ თით­ქმის, სულ უცხო­ე­ლებ­თან მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა.

 

- მას შემ­დეგ, რაც ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ად მზა­რე­უ­ლო­ბა აირ­ჩი­ეთ, რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი კა­რი­ე­რა?

 

- სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გავ­ხსე­ნი სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი, კუ­ლი­ნა­რულ გა­მოც­დი­ლე­ბებს ვი­ღებ­დი, სა­ზღვარ­გა­რეთ დავ­დი­ო­დი, მიწ­ვე­ვე­ბი მქონ­და შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბის სა­მი­ტებ­ზე, სა­დაც უამ­რა­ვი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, „მიშ­ლე­ნის“ მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. ასე­თი სა­მი­ტებ­ზე ხვდე­ბოდ­ნენ ის მზა­რე­უ­ლე­ბი, ვი­საც ბლო­გე­რე­ბი ირ­ჩევ­დნენ. ამის წყა­ლო­ბით მოვ­ხვდი კო­რე­ა­ში, ბელ­გი­ა­ში და ა.შ.

 

საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და დაგ­რო­ვი­ლი და მო­ვა­ხერ­ხე, რომ ექ­სტერ­ნად ჩა­ვა­ბა­რე და დიპ­ლო­მი ავი­ღე ანუ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა არ დამ­ჭირ­და, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლი­ლი მქონ­და. ასე­ვე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და კუ­ლი­ნა­რი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ო­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ „იკა­რუს­ში“. პა­რა­ლე­ლუ­რად, კუ­ლი­ნა­რულ აკა­დე­მი­ა­ში ვას­წავ­ლი­დი.

 

2016 წელს კი უკვე კუ­ლი­ნარ­თა ფე­დე­რა­ცია შევ­ქმე­ნი და ნელ-ნელა ვცდი­ლობთ, განვვი­თარ­დეთ და ამ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ.

 

- რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო გზა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რად­გან არა­ფე­რი არ არ­სე­ბობ­და, არც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, არც კო­ლე­ჯი, არც ინ­სტი­ტუ­ტი. რა თქმა უნდა, ბევ­რი დე­მო­ტი­ვა­ტო­რიც მქონ­და, ხან­და­ხან მინ­დო­და, მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამ სფე­როს­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა.

 

ბევ­რჯერ გულ­ნატ­კე­ნი და გულ­გა­ტე­ხი­ლიც ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ალ­ბათ, მე კი არა, პრო­ფე­სი­ამ ამირ­ჩია, რად­გან მე ნამ­დვი­ლად არ ამირ­ჩე­ვია ის

ახლა ამ პრო­ფე­სი­ას ისე­თი აზარ­ტი აქვს ჩემ­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თავი მის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. დღე­ვან­დელ თა­ო­ბას აქვს ძა­ლი­ან დიდი შან­სი იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს.

 

ზღვა ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვიდ­ნენ, და­ხე­ლოვ­ნდნენ, ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ი­ძი­ონ ინ­ფორ­მა­ცია ანუ ყვე­ლა პი­რო­ბაა იმის­თვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი მზა­რე­უ­ლი გან­ვი­თარ­დეს. უბ­რა­ლოდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი დაბ­რკო­ლე­ბა არის ის, რომ ქარ­თველ მზა­რე­უ­ლებს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბი არ ჰყოფ­ნით.

 

- რო­გორ ფიქ­რობთ, გა­და­ცე­მა „მას­ტერ­შე­ფი“, რომ­ლის ჟი­უ­რის წევ­რიც ხართ, რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბა დამ­წყებ მზა­რე­უ­ლებს, რომ ცნო­ბა­დე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ?

 

- „მას­ტერ­შე­ფი“ არის ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან უყ­ვართ მზა­რე­უ­ლო­ბა და უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე არ მო­უ­წი­ათ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა, ამ შოუს შემ­დეგ, მათ პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლონ და მა­გა­ლი­თად, იუ­რის­ტო­ბის ნაც­ვლად, შეფ-მზა­რე­უ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტონ.

 

მე პი­რა­დად, ბევ­რი იუ­რის­ტი და ეკო­ნო­მის­ტი მი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მო­დი­ან, ამ სფე­როს სწავ­ლო­ბენ და სურთ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი გახ­დნენ.

 

- პრო­ექ­ტში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ალ­ბათ, შე­ფა­სე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვით...

 

- პრო­ექ­ტში მო­დი­ან მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც და ყვე­ლას გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვა­ფა­სებთ. ვინც გვე­უბ­ნე­ბა, რომ 10-15 წე­ლია, ამ სფე­რო­შია და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, მას უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვა­ფა­სებთ, მოყ­ვა­რულს ცოტა უფრო რბი­ლად, მაგ­რამ მთა­ვა­რია, კერ­ძი გემ­რი­ე­ლი იყოს, თო­რემ შემ­დეგ ეტაპ­ზე მოხ­ვედ­რის შან­სი არ­ცერ­თს არ ექ­ნე­ბა.

 

მი­ხა­რია, რომ „მას­ტერ­შე­ფი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში შედ­გე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რო­გო­რი პო­პუ­ლა­რუ­ლიც არის მსოფ­ლი­ო­ში, ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. იმე­დი მაქვს, სა­უ­კე­თე­სო გა­და­ცე­მა გა­მო­ვა!