როგორ შევინახოთ ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის- მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი
ზაფხული ერთ-ერთი საუკეთესო დროა საკვები პროდუქტების შესანახად. ყველა პროდუქტს თავისებური შენახვა და მომზადება სჭირდება, წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკის შენახვის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ მეთოდს.
თქვენ დაგჭირდებათ:
1კგ ბულგარული წიწაკა
1 ლიტრი წყალი
70 გრამი შაქარი
მარილი
ცოტაოდენი ლიმონმჟავა
ადუღებულ წყალში მოათავსეთ ბულგარული წიწაკა (გასუფთავებული) 5 წუთის
შემდეგ ამოიღეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. ჩაალაგეთ ბულგარული წიწაკა ქილებში, ადუღებულ წყალში გახსენით შაქარი, ლიმონმჟავა და მარილი. გაავსეთ ქილა ამ წყლით, გაუკეთეთ სტერილიზაცია სამ-ლიტირანს 25 წუთით, ხოლო ლიტრიანს -20 წუთი და მოხუფეთ. დატოვეთ ასე დაახლოებით ნახევარი საათი, სანამ გაგრილდება.
ეს და სხვა საინტერესო სტატიები შეგიძლიათ იხილოთ intermedia.ge-ზე