როგორ შევინახოთ ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის- მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის- მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი

 

ზაფხული ერთ-ერთი საუკეთესო დროა საკვები პროდუქტების შესანახად. ყველა პროდუქტს თავისებური შენახვა და მომზადება სჭირდება, წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკის შენახვის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ მეთოდს.

 

თქვენ დაგჭირდებათ:

1კგ ბულგარული წიწაკა

1 ლიტრი წყალი

70 გრამი შაქარი

მარილი

ცოტაოდენი ლიმონმჟავა

 

ადუღებულ წყალში მოათავსეთ ბულგარული წიწაკა (გასუფთავებული) 5 წუთის

შემდეგ ამოიღეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. ჩაალაგეთ ბულგარული წიწაკა ქილებში, ადუღებულ წყალში გახსენით შაქარი, ლიმონმჟავა და მარილი. გაავსეთ ქილა ამ წყლით, გაუკეთეთ სტერილიზაცია სამ-ლიტირანს 25 წუთით, ხოლო ლიტრიანს -20 წუთი და მოხუფეთ. დატოვეთ ასე დაახლოებით ნახევარი საათი, სანამ გაგრილდება.

ეს და სხვა საინტერესო სტატიები შეგიძლიათ იხილოთ intermedia.ge-ზე