7- დღიანი დიეტა 1 საიდუმლოთი - იკლებთ 4,5 -დან 8 კგ-მდე - Gemrielia.ge

7- დღიანი დიეტა 1 საიდუმლოთი - იკლებთ 4,5 -დან 8 კგ-მდე

ამ დიეტის ეფექტურობის საიდუმლო მარტივი რეცეპტით მომზადებულ წვნიანში მდგომარეობს. მისი მიღება დროისა და რაოდენობის მიხედვით შეუზღუდავია.

ამ დიეტის ზუსტად დაცვის შემთხვევაში კვირაში 4,5 -დან 8 კგ-მდე დაიკლებთ. თუ 7 დღის განმავლობაში თქვენი წონა7 კგ-ით და უფრო მეტით შემცირდა , 2 დღით მაინც უნდა შეისვენოთ. ამ დიეტის გაგრძელებაც და თავიდან დაწყებაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით არის შესაძლებელი.
სასურველი შედეგის მისაღწევად დიეტა ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა დაიცვათ – სუპთან ერთად რეკომენდირებულ დღეებში მხოლოდ რეკომენდირებული პროდუქტები უნდა მიირთვათ.

სუპის რეცეპტი:

მასალა: 6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პომიდორი (შეიძლება დაკონსერვებულიც), 1 პატარა ზომის კომბოსტო, 2 მწვანე წიწაკა, 1 კონა ნიახური, 2 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონი.
მომზადება: ბოსტნეულს ვჭრით პატარა ნაწილებად და ვასხამთ წყალს. ვუმატებთ მარილს, წიწაკას და ვადუღებთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ვაგრძელებთ ხარშვას ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.
სუპი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს, როგორც კი შიმშილს იგრძნობთ. თუმცა მხოლოდ ამ სუპით კვებაც არ არის რეკომენდირებული. რაციონი სხვა დამატებითი კომპონენტებითაც უნდა შეავსოთ.

დიეტის 7 დღე

პირველი დღე:სუპი და ხილი.

შეგიძლიათ მიირთვათ ყველა ხილი ბანანის გარდა. ჭამეთ მხოლოდ სუპი და ხილი. დასაშვებია უშაქრო ჩაი ან ყავა, მოცვის წვენი და წყალი (რაც შეიძლება დიდი რაოდენობით)

მეორე დღე: სუპი და ბოსტნეული.

შეგიძლიათ მიირთვათ ყველა სახის ბოსტნეული ნებისმიერი ფორმით, დაკონსერვებულიც კი. თავი შორს დაიჭირეთ პარკოსანთა ტიპის ბოსტნეულისგან, მწვანე ბარდისა და სიმინდისგან. სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კარტოფილი კარაქით. დალიეთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი.

მესამე დღე: სუპი, ხილი და ბოსტნეული.

მიირთვით სუპი და ყველანაირი ბოსტნეული და ხილი. ყველაფერი, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. დალიეთ წყალი. თუ თქვენ 3 დღის განმავლობაში ზედმიწევნით სწორად ასრულებდით დიეტას, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ამ დროისთვის უკვე 2,5-3 კგ გქონდეთ დაკლებული.

მეოთხე დღე: სუპი, ხილი და ბოსტნეული, ბაბანის ჩათვლით.

შეგიძლიათ მიირთვათ ცხიმმოხდილი რძეც, 3 ბანანი და იმდენი წყალი, რამდენიც შესძლებთ სუპის პარალელურად. სუპის, ბოსტნეულის და ხილის რაოდენობა შეუზღუდავია. მაგრამ ბანანი მხოლოდ 3 ცალი შეგიძლიათ შეჭამოთ.

მეხუთე დღე: საქონლის ხორცი და პომიდორი სუპთან

მიირთვით 300-800 გ საქონლის ხორცი ან 1 ქილა დაკონსერვებული პომიდორი (ან ნატურალური იმდენი, რამდენიც გნებავთ). თუნდაც ერთხელ დღეში აუცილებლად მიირთვით სუპი.

მეექვსე დღე: საქონლის ხორცი და ბოსტნეული (განსაკუთრებით ფოთლოვანი) + სუპი.

რაოდენობა შეუზღუდავია. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მიირთვათ 2 ან 3 სტეიკი და ყველანაირი ფოთლოვანი ბოსტნეული. არავითარი კარტოფილი. დალიეთ წყალი.

მეშვიდე დღე: ყავისფერი ბრინჯი, ხილის წვენი, ბოსტნეული და სუპი.
დღეს უნდა მიირთვათ ყავისფერი ბრინჯი, ხილის უშაქრო წვენი და ბოსტნეული. ბრინჯი შეგიძლიათ სუპს დაუმატოთ, ან ბრინჯს დაუმატოთ ბოსტნეული. დალიეთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით წყალი

კატეგორიულად აკრძალულია:

პური, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები. უარი უნდა თქვათ შემწვარ და ცხიმიან საკვებზე.

საერთო წესები:
მკაცრად შეასრულეთ ყოველდღიური რეკომენდაციები. არ დაუშვათ რაიმე გადახვევა და არ იმოქმედოთ საკუთარი ფანტაზიით.
წონა შეამოწმეთ ყოველ დილით.
მიირთვით სუპი ყოველ ჯერზე, როგორც კი იგრძნობთ შიმშილს.
კარაქის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ერთხელ კვირის განმავლობაში კარტოფილთან ერთად.
ხორცი მიირთვით კანის და ცხიმის გარეშე.