თევზი, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარებათ - ყველაფერი, თინუსის სასარგებლო თვისებების შესახებ - Gemrielia.ge

თევზი, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარებათ - ყველაფერი, თინუსის სასარგებლო თვისებების შესახებ

 

თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის ნებისმიერი ასაკის ადამიანის კვების რაციონში მუდმივად უნდა იყოს ჩართული. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-სა და D ვიტამინს შეიცავს. სწორედ ამიტომ ის მეტად მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს თევზი.


საქართველოში თევზის მხოლოდ რამდენიმე სახეობაა პოპულარული და ცნობადობა თევზის ისეთი სასარგებლო სახეობის შესახებ, როგორიც თინუსია, საკმაოდ დაბალია. რეალურად კი თინუსი ყველაზე სასარგებლო პროდუქტებს შორის იკავებს ადგილს.  


თინუსი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებსა და ორგანულ ნაერთებს. მათ შორის არის ანტიოქსიდანტები და პროტეინები ზედმეტი გაჯერებული ცხიმებისა და ნატრიუმის გარეშე. ის შეიცავს დიდი რაოდენობით სელენს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმსა და კალიუმს. რაც შეეხება ვიტამინებს, თინუსი მდიდარია ვიტამინებით: B12, B6, ნიაცინი და რიბოფლავინი.


ამ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება ხოლმე იმ მარხვების პერიოდში, როცა თევზი ნებადართულია. ზოგადად, მარხვის პერიოდში ორგანიზმის ადეკვატური ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროდუქტს ვერ იღებს და მისი დასუსტება რომ არ მოხდეს, სასურველია, თუ დანაკილსს თევზით აინაზღაურებთ. ექიმების რეკომედაციით, მნიშვნელოვანია, რომ მარხვის პერიოდში კვირაში რამდენჯერმე მიიღოთ თევზი, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო მინერალები და ვიტამინები ორგანიზმს გამოფიტვისაგან დაიცავს, ის იქცევა თქვენი ორგანიზმის ენერგიის წყაროდ. 

 

 

ჯანმრთელი გული


თინუსის რეგულარული მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მის შემადგენლობაში შემავალი დიდი რაოდენობით ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები ე.წ. ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს არტერიებსა და სისხლძარღვებში. 


დარეგულირებული წნევა


ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს წნევის რეგულირების უნარიც აქვთ. მის შემადგენლობაში შემავალი კალიუმი წნევის დაწევას უწყობს ხელს. ჰიპერტენზიის რეგულაცია კი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. თინუსის სისტემატიურად მირთმევთ თქვენ გულის შეტევის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.


კარგი მხედველობა


თინუსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები თვალის პრობლემების პრევენციის საუკეთესო გზაა. ის დაგეხმარებათ ასაკთან ერთად მხედველობის დაქვეითებისგან თავის დაცვაში.


ადეკვატური ზრდა-განვითარება


თინუსი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. პროტეინები კი სხეულის საშენი მასალაა, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ ზრდას, ჭრილობების სწრაფად მოშუშებას, მალე გამოჯანმრთელებას და მეტაბოლურ წესრიგს.


წონის კლება


თინუსი დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც დიდი რაოდენობით სასარგებლო პროტეინს შეიცავს. ომეგა 3 ასტიმულირებს ჰორმონს ლეპტინი, რომელიც აბალანსებს მადას. სწორედ ამიტომ თინუსი წონის რეგულირებაში დაგეხმარებათ.

 

 

ძლიერი იმუნიტეტი


თინუსი შეიცავს ვიტამინ C-ს, თუთიასა და მაგნიუმს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან. ანტიოქსიდანტები კი ორგანიზმის დამცავ მექანიზმს წარმოადგენენ მავნე თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მას ანთებასთან ბრძოლის უნარიც აქვს და ორგანიზმს ისეთი ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება როგორიცაა ართრიტი. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ძლიერ ორგანიზმს განაპირობებს.


საჭირო ენერგია


თინუსის შემადგენლობაში შემავალი დიდი რაოდნეობით B ვიტამინის კომპლექსი განაპირობებს ორგანოების ეფექტურ მუშაობას, კანის დაცვას, ენერგიის ზრდას. მისი რეგულური მირთმევა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ აქტიური, ენერგიული და ჯანმრთელი.


სისხლის მიმოქცევა


რკინით მდიდარი თინუსი დიდ როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში. რკინადეფიციტური ანემია საკმაოდ დიდი პრობლემაა.


კიბოს პრევენცია


ამერიკის კიბოს კვლევის ასოციაციის თანახმად, თინუსის შემადგებლობაში შემავალი ნივთიერებები კოლორექტალური კიბოს პრევენციის საუკეთესო გზაა.


დეპრესიასთან ბრძოლა


მეცნიერები ადასტურებენ, რომ თევზი და განსაკუთრებით თინუსი მეტად სასარგებლოა ქალების მენტალური ჯანმრთელობისთვის. ის დეპრესიის დონესაც ამცირებს.
 

 

 

საქართველოში რამდენიმე ბრენდის მიერ წარმოებილი თინუსია ხელმისაწვდომი. მათ შორის განსაკუთრებული კი „დარდანელია“, რომელიც ღია ზღვაში დაჭრილ თევზს წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქტი 100%-ით შეიცავს იმ სასარგებლო მინერალებსა და ნივთიერებებს, რასაც უნდა შეიცავდეს. ეს არის უმაღლესი ხარისხის თურქული ბრენდი, რომელმაც თინუსის დამზადების ტრადიცია ესპანეთიდან შემოიტანა და გემოთა თურქული მრავალფეროვნება შემატა. ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთში, საკუთარ წვენსა და ცხარე სოუსში - ეს ყოველივე უმაღლესი ხარისხის თინუსის მწარმოებელი ბრენდის დარდანელის თურქული ტრადიციაა.