ლევან კობიაშვილი: „გეტყვით, ვინ გახდება „მასტერშეფის“ გამარჯვებული“ - Gemrielia.ge

ლევან კობიაშვილი: „გეტყვით, ვინ გახდება „მასტერშეფის“ გამარჯვებული“

 

კულინარიულმა შოუმ „მასტერშეფმა“ ასი ათასობით ადამიანი მიაჯაჭვა ტელეკრანებს. ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს, თითოეულ კონკურსანტს - გულშემატკივრების მთელი ამალა, მაგრამ ამ შოუში გადაწყვეტილებას მხოლოდ ჟიური იღებს.

 

ვინ გახდება „მასტერშეფის“ გამარჯვებული? - ეს კითხვა ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ წევრს, ლევან კობიაშვილს დავუსვით. ვინ გააოცა ყველაზე მეტად კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი და რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენს ქვეყანაში მოდერნისტული კულინარია, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 

როგორ შეაფასებდით „მასტერშეფს“?

 

პროექტი ძალიან კარგად დაიწყო და მოკლე დროშივე ძალიან პოპულარული გახდა. შემდეგი სეზონისთვის კიდევ უფრო დიდი მოლოდინები გვაქვს. თითქოს, ადამიანების მიდგომაც შეიცვალა. ჩვენ ვაჩვენეთ, როგორ, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს კერძი, რა მოთხოვნებია მომზადების ტექნიკის, სერვირების თვალსაზრისით. ასე რომ, გასართობის გარდა, შემეცნებითი გადაცემაც გამოგვდის.

 

კონკურსანტებიდან იყო ვინმე, ვინც მოლოდინი არ გაამართლა?

 

რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც იმედი გაგვიცრუა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ცუდად ამზადებს, მაგრამ ეს კონკურსია. აქ გემოს გარდა კიდევ ძალიან ბევრი კრიტერიუმი განსაზღვრავს კერძის სიკარგეს: ინგრედიენტების ზუსტად შერჩევა, მომზადების ტექნოლოგია, სერვირება... თანაც აქ დროში არიან შეზღუდულები. თითქოს, საათ-ნახევარი ბევრი ჩანს, მაგრამ კეთების პროცესში ისე გადის დრო, რომ ვერც იგებ. ამას ნერვიულობაც ემატება და შეიძლება, ისეთი არ გამოვიდეს კერძი, როგორსაც მზარეული იმედოვნებს, მაგრამ სხვა გზა არ არის. აქ ერთ კერძს რომ ამზადებენ, იმ დროში რეალურ სამზარეულოში 30-60 კერძის მომზადება გიწევს.

 

თქვენი აზრით, რომელ კონკურსანტს აქვს განსაკუთრებული ხედვა და გამარჯვების შანსი?

 

შეიძლება რამდენიმეს გამოყოფა: მაკა, თინა, ია... მანჯიმ ყველა ძალიან გაგვაოცა, თავისი სტილი აირჩია და ჯიგრულად აკეთებს, ქართული სამზარეულო განსაკუთრებით კარგად გამოსდის. შაინინაც საინტერესო კონკურსანტია, მაგრამ ცოტა ზედმეტად ინდომებს ხოლმე. ერთი კერძი რომ აქვს დავალებად, სამს აკეთებს...

 

გეტყვით, ვინ გახდება „მასტერშეფის“ გამარჯვებული. ეს იქნება ადამიანი, ვისაც, პირველ რიგში, უყვარს კულინარია და თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული. ის, ვინც კრეატიულია, არ ეშინია ინგრედიენტების შერევის და კერძების მომზადების ტექნიკას ფლობს. ვინ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ფინალში გავიგებთ.

 

Image may contain: 3 people, people standing and beard

 

კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანდებით. მოგვყევით ფედერაციის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ.

ფედერაცია იმ მიზნით შევქმენით, რომ საქართველოში კულინარია უფრო მეტად დაიხვეწოს, განვითარდეს და მსოფლიო ბაზარზე მეტად პოპულარული გახდეს. წინ დიდი გეგმები გვაქვს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საფრანგეთშიც გახლდით, ასევე, მალე მსოფლიო შეფთა ასოციაციის წევრებიც გავხდებით.

ჩვენი კონცეფცია ასეთია: ტრადიციების შენახვა და ახლის შექმნა. გვინდა მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდა მზარეულები, კულინარილი ცოდნის გაზიარების მიზნით მასტერკლასებს მოვაწყობთ, მათ შორის, მოდერნისტული სამზარეულოს მიმართულებითაც.

 

Image may contain: 1 person, sitting, standing and indoor

 

რას ითვალისწინებს და როგორ ვითარდება ჩვენში მოდერნისტული სამზარეულო?

 

მოდერნისტული სამზარეულო - ეს არის მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ტრადიციული გემოების შენარჩუნება და გამრავალფეროვნება, ახალი გემოს შერევა, ვიზუალის მოდერნიზება. მოდერნისტული სამზარეულო ქართული კულინარიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით სულ რამდენიმე მზარეული გვყავს, რადგან ძალიან რთულია, სჭირდება დიდი ფინანსები და იმგვარი განათლება, რომლის აქ მიღებაც ნაკლებად არის შესაძლებელი. არ გვაქვს ისეთი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, თუნდაც, სასწავლებლებში ვასწავლიდით, არც სამზარეულოებია აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. გვინდა, ახალი თაობა უფრო მეტად გაცნობიერებული იყოს ამ საკითხში. განათლების გარეშე წინსვლა არცერთ სფეროში არავის არ