მხოლოდ „ჯორჯიანში“ საფერავისა და ხვანჭკარას ნაყინი
„ბიბლუსის“ ტურისტული მაღაზია „ჯორჯიანი“ ცხელ დღეებში ნაყინისა და ღვინის მოყვარულებისთვის საუკეთესო ღონისძიებას აწყობს. 29 და 30 ივნისს, „ჯორჯიანის“ მაღაზიაში, აღმაშენებლის #55-ში, შესაძლებლობა გაქვთ საფერავისა და ხვანჭკარას ნაყინი ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან დააგემოვნოთ.
29–30 ივნისს, ნაყინის დეგუსტაცია 17:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიანში“, როგორც Allwine -ის ყველა ფილიალში, ღვინის სრულ კოლექციაზე იმოქმედებს -20%-იანი ფასდაკლება.
დეგუსტაცია სრულიად უფასოა, Ice 'N Rolls-ის წარმომადგენლები თქვენს წინ დაამზადებენ ექსკლუზიური სახეობის ნაყინს, რომლის დასამზადებლად ხვანჭრაკას და საფერავს გამოიყენებენ, ჩურჩხელის დოპინგთან ერთად.
Ice 'N Rolls-ის ყველაზე გამორჩეული და გემრიელი ნაყინი, რომელიც ქართული საფერავის, ხვანჭკარასა და ჩურჩხელისგან დამზადდება, ხვალიდან მხოლოდ „ჯორჯიანის“ მაღაზიაში გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ როგორც „ბიბლუსის“ ტურისტულ მაღაზია „ჯორჯიანში’’, ასევე ქართული ღვინის მრჩევლის - Allwine.ge-ს მაღაზიებში წარმოდგენილია მცირე და დიდი მარნების უნიკალური ღვინოები. 30 ივნისის ჩათვლით 677 სახეობის ღვინოზე -20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
ეკა გადახაბაძე