გიორგი მანჯავიძის გულწრფელი შეფასებები: „ლუკა არის ხულიგანი, არავის არ ინდობს“ - Gemrielia.ge

გიორგი მანჯავიძის გულწრფელი შეფასებები: „ლუკა არის ხულიგანი, არავის არ ინდობს“

 

„მასტერშეფის“ სამზარეულოში შვიდი მონაწილე დარჩა. გასულ გადაცემაში ჟიურის ერთ-ერთმა ყველაზე მკაცრმა წევრმა, ლუკამ, კონკურსანტებს მასტერკლასი ჩაუტარა და ქათამი თვალახვეულმა დაჭრა. იმუნიტეტის დავალება სწორედ ქათმის დაჭრას ითვალისწინებდა, რასაც გიორგი მანჯავიძემ საუკეთესოდ გაართვა თავი და იმუნიტეტი პირველად დაიმსახურა.


როგორი შეგრძნებაა იმუნიტეტის მოპოვება, როგორ ახასიათებს კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი ჟიურის და თავის კონკურენტებს, ვის უწოდებს „გიჟს“, „გადარეულს“, „ხულიგანს“, „ჟანა დ’არკს“, წაიკითხეთ გიორგი მანჯავიძის გულწრფელი პასუხები ინტერვიუში.

 


53 წამში დაჭერი ქათამი, თანაც იდეალურად. როგორ? 


ქათამთან ვმეგობრობ, მიყვარს მისგან კერძების მომზადება, ამიტომ თავდაჯერებული და მობილიზებული ვიყავი. ვიცოდი, რომ თავს გავართმევდი. სხვათაშორის, პირველი შემთხვევა იყო, როცა არ ვნერვიულობდი და მშვიდად ვიყავი.

 


როგორი შეგრძნებაა, როცა იმუნიტეტი გაქვს და უყურებ, როგორ ამზადებენ კერძებს შენი კონკურენტები?


უცნაური შეგრძნებაა. არანაკლებ სანერვიულო ყოფილა იმუნიტეტის ქონა და განზე დგომა. როცა ამზადებ, მხოლოდ შენ თავზე ნერვიულობ და სხვებზე არ ფიქრობ. ხოლო როცა ამ პროცესს შორიდან უყურებ, ყველაზე გენერვიულება, რადგან ყველას ვგულშემატკივრობ. ისიც კი გავიფიქრე, იქ დგომა და კერძების მომზადება ხომ არ მერჩივნა-მეთქი, მაგრამ იმდენად რთულია სამი განსხვავებული კერძის 90 წუთში მომზადება, რომ არ ვიცი, თავს როგორ გავართმევდი.


ჟიურის წევრებზე რას გვეტყვი?


იმდენ რამეს ვსწავლობ თითოეული მათგანისგან, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ამ პროექტში დარჩენა მინდა, ამ ადამიანების შენიშვნები და რჩევებია.
ლევანმა ქართული სამზარეულო სხვაგან წაიყვანა. ტრადიციულ გემოებს არ წყვეტს ფესვებს და მოდერნისტულად გვთავაზობს. მისი მომზადებული რაც დამიგემოვნებია, ძალიან მომწონს. განსხვავებული გემოები ისე ჰარმონიულად გადადის ერთმანეთში, რომ გაოცებული რჩები. შოუშიც ისეთია, როგორიც რეალურ ცხოვრებაში - მშვიდი, გაწონასწორებული, დინჯი. არც ზედმეტად მკაცრია და მარტივად ცდილობს აგიხსნას, რა არის კარგი, რა არის ცუდი. განსხვავებით ლუკასგან.
ლუკა არის ხულიგანი, ოღონდ კარგი გაგებით. არავის არ ინდობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ალქიმიკოსია. ყველაფერი იცის არამხოლოდ კერძის, არამედ ინგრედიენტების შესახებ - მათი აგებულება, წარმომავლობა, სხვა ინგრედიენტთან თავსებადობა... მეცნიერულად იცის კულინარია. ამიტომ ორმაგად დაძაბული ხარ, როცა შენიშვნებს გეუბნება. თვალებში ეტყობა ხოლმე რეაქცია და სულ ვცდილობ, ამოვიკითხო, მოეწონა თუ არა კერძი.
პირიქითაა კონსტანტინესთან. მის თვალებში ვერაფერს ვერ ამოიკითხავ, როცა კერძს აგემოვნებს, შანსი გაქვს ნული. იმდენად ამახვილებს დეტალებზე ყურადღებას, შეიძლება, ერთი ისეთი პატარა შენიშვნა მოგცეს, რომ მთლიანად შეგიცვალოს ყველაფერზე წარმოდგენა. გიჟია ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. ეს არის ადამიანი, რომელიც ნიორსა და მარწყვს ისე შეუხამებს ერთმანეთს, რომ გაგაგიჟებს. ასე რომ, ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ არ შეგვეშინდეს და მაქსიმალურად თავისუფლები ვიყოთ.

 


კონკურსანტებს როგორ შეაფასებდი?


ვლადიმერი ძალიან დახვეწილი ადამიანია, რაც მის კერძებსაც ეტობა. როგორი ტიპიცაა, ლანგარზეც ის გამოაქვს.
თათია ძალიან მებრძოლია. არაფრის დიდებით არ ნებდება. რაც ეგ ლუკასთან ჭიდილშია, მის ადგილას ბევრი დაყრიდა ფარ-ხმალს, ჟანა დ'არკივითაა.
შაინინა ძალიან კარგი მზარეულია. ერთხელ მისი შინდის შეჭამანდი გავსინჯე და ძალიან მომეწონა. უბრალოდ, ზედმეტად ინდომებს ხოლმე და არასოდეს არ კმაყოფილდება ერთი კერძით.
ია არის გადარეული ბავშვი გადარეული იდეებით. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან იგონებს ამდენ ახალ გემოს. მაგრამ ამდენმა ექსპერიმენტმა შეიძლება ხელიც შეუშალოს, გამოცდილება ყველაფერს დაალაგებს. ჩემი აზრით, ქართული კულინარიის მომავალი სწორედ იასნაირ ადამიანებზეა დამოკიდებული.
თინა მშვიდი და გაწონასწორებულია. მგონია, რომ ყველაფერი გაკეთებული აქვს უკვე, რისი მომზადებაც კი შეიძლება. ზედმეტად არ რისკავს და ზუსტად იცის, რას აკეთებს.
მაკა სტაბილურად მაღალ საფეხურზეა და დარწმუნებული ვარ, ყველა კერძი გემრიელი გამოსდის.


შემდეგი გადაცემის თემა საბჭოთა კავშირის სამზარეულოა. რომელი კერძები გახსენდება იმ დროიდან და რას უნდა ველოდოთ შემდეგ ტურში?


პირველ რიგში, მახსენდება ვინეგრეტის სალათი, სოსისი და წიწიბურა, კატლეტი და პიურე...
ამ შოუში ყველაფერი პატარა შეცდომაზეა დამოკიდებული. ვინც ამ შეცდომას დაუშვებს, ის დატოვებს პროექტს და გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტად შეინარჩუნ