კომპანია, რომელმაც იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა
მაღაზიაში შესულები ყოველთვის ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით დავინტერესდებით ხოლმე, რადგან მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთაა. ასეც არის. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ დღეს ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია მნიშვნელოვნად სჭარბობს ადგილობრივ ნაწარმს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ბევრად პოპულარულია.
მომხმარებლისთვის თვალში საცემია, რომ ბოლო დროს დიდი თუ მცირე მარკეტების დახლებიდან უკრაინული და რუსული წარმოების ტუალეტის ქაღალდები ადგილობრივი წარმოების "ასფურცელამ" და "ეკო ფეიფერმა"ჩაანაცვლა და სრულიად სამართლიანად დაიმკვიდრაბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი. მომხმარებელზე ორიენტირებული ქართული წარმოების ორივე პროდუქტი - "ასფურცელაც" და "ეკო ფეიფერიც" ხარისხითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ ახერხებს კონკურენტების ჩანაცვლებას.
დიანა მირცხულავა, დიასახლისი: "პირველად "ასფურცელამ" ჩემი ყურადღება ფასის გამო მიიპყრო. ხარისხიანთან ერთად, ეკონომიურიცაა. დახლზე დალაგებული ფერადი პროდუქტებისკენ აღარც ვიხედები. მხოლოდ "ასფურცელას" ვყიდულობ".
ინდირა ძნელაძე, მკერავი: "ერთ დღეს მეუღლემ "ეკო ფეიფერი" შეიძინა და შინ რომ მოიტანა, ვუსაყვედურე, რატომ უკრაინული "ობუხოვი" არ იყიდე-მეთქი. აქეთ მისაყვედურა, "ეკო ფეიფერი" ქართული პროდუქტია, არც იცი, როგორია და იმპორტულზე რატომ გაგირბის თვალიო. მართლაც ხარისხიანი და შეღავათიანი გამოდგა და მიხარია, რომ ქართული პროდუქტი სჯობია ნებისმიერ იმპორტულს".
"ჩვენი საწარმო 2014 წელს პროექტ""აწარმოე საქართველოში""შედეგად შეიქმნა და "ასფურცელასა" და "ეკოფეიფერს" ამ ეტაპზე ქართული ბაზრის 25-27% უჭირავს", - ამბობს ამ 2 პროდუქტის მწარმოებელი ქარხნის დირექტორი დავით ბეგიაშვილი: "ბოლო წლებში ჩვენი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, იზრდება ბაზარზე ჩვენი წილიც. დაგეგმილი გვაქვს ბაზრის წილის 45%-მდე გაზრდა. მაგალითად, "ობუხოვი", რომელიც ჩვენი გამოჩენის დროს მთავარი კონკურენტი იყო, ახლა გაქრა სავაჭრო ქსელებიდან, ეს კი ნიშნავს, რომ იმპორტი ადგილობრივი წარმოების პროდუქტით ჩავანაცვლეთ.
წლიურად 4 მილიონზე მეტი ლარის პროდუქციას ვყიდით, რაც ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. თანამედროვე დანადგარებითა და კვალიფიცირებული პერსონალით ჩვენ ვქმნით ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა ქართულ პროდუქტს.წლიურ გაყიდვებში დიდი წილი "ასფურცელას" უკავია, რადგან მას თავის სეგმენტში ხარისხით ალტერნატივა არ გააჩნია - უფრო თეთრია და პერფორირებული, ანუ უფრო ადვილად მოსახევია.
როდესაც იმპორტირებული პროდუქტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები თანხა შედის. ბაზარზე ჩვენი წილის გაზრდის შემდეგ, გაიზარდა ამ სეგმენტიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხაც, დასაქმდა უფრო მეტი მოქალაქე. ამ ეტაპზე ჩვენს წარმოებაში 100 კაცია დასაქმებული და ეს ციფრი მზარდია. გარდა ამისა, 100 კაცი მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციისთვის."
"ასფურცელაც" და "ეკო ფეიფერიც" გადამუშავებული ქაღალდით მზადდება, ნედლეულის შეგროვებაში კი უამრავი მოქალაქეა ჩართული. მოსახლეობას აქვს საშუალება, უსარგებლო ქაღალდი, რომელიც სახლში აქვს, ჩააბაროს და ამით შემოსავალი მიიღოს".