როგორ მოვამზადოთ კერძები უზეთოდ - რჩევები Mr.Cook-ის შეფმზარეულისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ კერძები უზეთოდ - რჩევები Mr.Cook-ის შეფმზარეულისგან

 

უზეთოდ მომზადებული საკვები 21-ე საუკუნის ტრენდია. თანამედროვე კვების ობიექტები კერძების უმეტესობას სწორედ უცხიმოდ ამზადებენ.  გარკვეული კატეგორიის ზეთები ჯანსაღად მიიჩნევა, თუმცა კვების ექსპერტები აცხადებენ, რომ სრულიად ჯანსაღი ზეთი არ არსებობს და ზეითუნის ზეთსის რეგულარულ მიღებასაც კი აქვს ნეგატიური გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ კვების ობიექტები ცდილობენ, სრულად უზეთოდ მომზადებულ კერძებზე გადავიდნენ. საქართველოში ასეთი კვების ობიექტი ბევრი არაა, თუმცა ჯანსღი კვების მოყვარულებს უზეთოდ მომზადებული კერძების მირთმევის შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი Mr.Cook-ია, რომელიც თბილისის მასშტაბით კაფეებს ფლობს.

გურმანები ხშირად ჩივიან, რომ უზეთო საკვები ერთი შეხედვით გემრიელად არ გამოიყურება, თუმცა ჯანსაღი კვების მიმდევრები ამ მითებს ამსხვრევენ. მონდომების შემთხვევაში უზეთოდ ისეთივე გემრიელი კერძების მომზადებაა შესაძლებელი, როგორც ზეთით. თუმცა მათ შორის სარგებლიანობის მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა.

უზეთოდ მომზადებული კერძების მრავალფეროვანი არჩევანი კაფეების ქსელ Mr.Cook-ში შეგიძლიათ მიირთვათ. Mr.Cook-ის შეფმზარეული კი გირჩევთ, როგორ უნდა მოამზადოთ კერძები უზეთოდ სახლის პირობებში.

 

გაზქურაზე კერძის უზეთოდ მომზადება         

 

 

უზეთოდ კერძის მომზადებისთვის საუკეთესო საშუალება ემალის ან კერამიკს ქვაბია. ზედაპირზე დაწებებისგან თავი რომ დაიცვათ, ზეთის ნაცვლად გამოიყენეთ ბოსტნეულის ნახარში, წყალი ან ძმარი. რამდენიმე ჩაის კოვზი სითხე საკმარისი იქნება, რომ კერძი ტაფას არ მიეწებოს და არც ზედმეტ წვენში ჩაიხარშოს. გაზქურა საშუალო სიმძალავრეზე დააყენეთ. ძალიან მაღალზე დაყენების შემთხვევაში ინგრედიენტები დაგეწვებათ, დაბალზე კი მომზადების პროცესი ძალიან გაგეწელებათ. 

გაითვალისწინეთ, რომ უზეთოდ მომზადებული კერძი შედარებით ღია შეფერილობისაა, ვიდრე ზეთში მომზადებული და ამან არ გაფიქრებინოთ, რომ კერძი ჯერ მზად არაა.

 

უზეთოდ ცხობა

 

 

უზეთოდ ცხობისთვის საუკეთესო გამოსავალი სილიკონის ფორმაა. ის არატოქსიკურია და დაწებებისგანაც დაზღვეული იქნებით. სილიკონის ფორმიდან კექსის ამოღება მარტივია. თუმცა ამ შემთხვევაში ცხობის დრო საშუალოდ 3-6 წუთით უნდა გაზარდოთ.

დესერტის რეცეპტში ზეთის ჩანაცვლება შეგიძლიათ თხილის კარაქით ან ურძეო იოგურტით. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ისიც, თუ რა ეფექტს აძლევს ზეთი ცომს, აფხვიერებს თუ ატენიანებს და ჩამაცვლებელიც ამის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

 

უზეთოდ შეწვა

 

 

უზეთოდ შემწვარი ბოსტნეული ძალიან რომ არ გამოგიშრეთ, ის შეწვით მაქსიმალურად დაბალ ცეცხლზე. ამ შემთხვევაშიც გამოიყენეთ ცოტა წყალი, რომ ტაფაზე არ მიიწვას. თუმცა წყალი იმაზე ცოტა უნდა იყოს, ვიდრე კერძის მომზადების დროს, რომ ბოსტნეული კარგად შეიწვას და არ მოიხარშოს.

ერთდროულად ბევრი ინგრედიენტს ნუ მოათავსებთ ტაფაზე. ბოსტნეულის პატარ-პატარა პორციებით შეწვის შემთხვევაში, ის უფრო მადისაღმძვრელი შეფერილობის და ხრატუნა გამოვა.

ეცადეთ, ყველაფერი თანაბარ ზომაზე დაჭრათ, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად კარგად მომზადდეს.