რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან - Gemrielia.ge

რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან

 

თქვე­ნი დღე ჭიქა ბედ­ნი­ე­რე­ბით იწყე­ბა? თუ კი, მა­შინ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ხართ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი დი­ლას სწო­რედ ჭიქა ყა­ვით იწყებს. თუმ­ცა თუ გი­ფიქ­რი­ათ დი­ლის ეს რუ­ტი­ნა რა გავ­ლენს ახ­დენს თქვენს კბი­ლებ­ზე?

არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გე­ტყვით, რომ ყავა თქვენს ტან­საც­მელს ალა­ქა­ვებს. ჰოდა მა­შინ არც ის უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი, რომ ყავა თქვენს კბი­ლებ­ზეც ტო­ვებს ლა­ქებ­სა და ნა­დებს. ეს ჯა­დოს­ნუ­რი სი­თხე შე­ი­ცავს ინ­გრე­დი­ენტს სა­ხე­ლად ტა­ნი­ნი. სწო­რედ ტა­ნი­ნი რჩე­ბა კბილ­ზე და აჩენს ნა­დებს. მას შე­ი­ცავს ჩაი და ღვი­ნოც, ამი­ტომ ამ სამ სას­მელ­თან ბრძო­ლა თით­ქმის ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა.

ტა­ნი­ნი ქმნის ფე­რად ნა­ერ­თებს, რო­მე­ლიც კბილ­ზე ეწე­ბე­ბა. მათი მო­შო­რე­ბა გა­ხეხ­ვის შე­დე­გად კი ხდე­ბა,თუმ­ცა კბილ­ზე ყვი­თელ ლა­ქას მა­ინც ტო­ვე­ბენ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ჭიქა ყა­ვის ან ჩაის მი­ღე­ბაც საკ­მა­რი­სია, რომ კბი­ლებ­ზე ნა­დე­ბი გაჩ­ნდეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ყა­ვის და ჩაის ნა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა ყა­ვა­ზე უა­რის თქმის გა­რე­შე?

 

ყა­ვი­სა და ჩაის ნა­დებ­თან ბრძო­ლა

 

არ შე­გე­შინ­დეთ, თუ ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ. სტო­მა­ტო­ლო­გებს კბი­ლე­ბი­დან ნა­დე­ბის მო­ცი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. თუმ­ცა ეს პრო­ცე­დუ­რა მგრძნო­ბე­ლო­ბას ზრდის და კბი­ლე­ბის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი წმენ­და მხო­ლოდ წე­ლი­წად­ში ერთხელ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

კბი­ლე­ბის გაწ­მენ­და სახ­ლშიც შე­გიძ­ლი­ათ, ამი­სათ­ვის კბი­ლე­ბი სა­ცხო­ბი სო­დით თვე­ში ერთხელ უნდა გა­მო­ი­ხე­ხოთ.

ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბას­შეძ­ლებთ ასე­ვე, თუ სპე­ცი­ა­ლურ კბი­ლის პას­ტას გა­მო­ი­ყე­ნებთ.WHITE GLO-ს კბი­ლის პას­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რად ყა­ვი­სა და ჩაის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რად წმენ­დს ტა­ნი­ნე­ბის­გან დარ­ჩე­ნილ სიყ­ვით­ლეს. მისი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ფორ­მუ­ლა მიკ­რო მა­თეთ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლა­კე­ბით ებ­რძვის დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ვი­სა და ჩაის მოხ­მა­რე­ბის­გან გა­ჩე­ნილ სიყ­ვით­ლეს. ექ­სკლუ­ზი­უ­რი დამ­ცა­ვი ფორ­მუ­ლა კი იცავს კბი­ლებს სიყ­ვით­ლის ხე­ლა­ხა­ლი წარ­მო­შო­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოფს ბუ­ნებ­რი­ვი სი­თეთ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კბი­ლის ჯაგ­რის­საც, WHITE GLO-ს კბი­ლის პას­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რად ყა­ვი­სა და ჩაის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კბი­ლის ჯაგ­რი­სიც მოყ­ვე­ბა. კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა კი დღე­ში ორ­ჯერ მი­ნი­მუმ 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მოხ­დეს.

 

ყა­ვის კი­დევ ერთი მავ­ნებ­ლო­ბა

რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ერ სას­მელს, გარ­და წყლი­სა, ყა­ვას შე­უძ­ლია პი­რის ღრუ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­ა­ჩი­ნოს. ბაქ­ტე­რი­ე­ბი კი კბი­ლი­სა და ემა­ლის ერო­ზი­ას იწ­ვე­ვენ. სა­ბო­ლო­ოდ კბი­ლე­ბი თხე­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა. ყა­ვას ასე­ვე შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნიც, რად­გან ის ეკ­რო­ბა ენა­საც. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­მო­ი­ყე­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ყა­ვის ნა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კბი­ლის პას­ტა და რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­იწ­მინ­დოთ ენაც.

 

ყა­ვი­სა და ჩაის ნა­დე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა

ეცა­დეთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ჭი­ქა­ზე მეტი ყავა და მუქი ჩაი არ მი­ირ­თვათ. ის შე­გიძ­ლი­ათ მწვა­ნე ჩაით ჩა­ა­ნაც­ვლოთ. სა­სურ­ვე­ლია, თუ ყა­ვას ნა­ღე­ბი­სა და შაქ­რის გა­რე­შე მი­ირ­თმევთ, რად­გან ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას უწყობს ხელს. ყავა სწრა­ფად და­ლი­ეთ და ამ პრო­ცესს სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნუ გა­წე­ლავთ. ასე ბაქ­ტე­რი­ებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემთ. ყა­ვის და­ლე­ვის შემ­დეგ კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ლი­ეთ ჭიქა წყა­ლი. ცივი ყავა საწ­რუ­პით და­ლი­ეთ. ასე უფრო ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა ექ­ნე­ბა კბი­ლებ­თან. კბი­ლე­ბი ყა­ვის და­ლე­ვი­დან 30 წუ­თის შემ­დეგ გა­ი­ხე­ხეთ. არ და­გა­ვი­წყდეთ ყავა მჟა­ვაა, ნე­ბის­მი­ე­რი მჟა­ვის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა კი ემა­ლის და­სუს­ტე­ბას იწ­ვევს.

 

სხვა საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ნა­დებს იწ­ვევს

ყა­ვი­სა და ჩაის გარ­და, კბი­ლებ­ზე ნა­დებს კი­დევ არა­ერ­თი სას­მე­ლი და საკ­ვე­ბი იწ­ვევს. მათი ნა­წი­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

· წი­თე­ლი ღვი­ნო

· კენკრა

· პო­მი­დო­რი და პო­მიდვ­რის სო­უ­სი

· გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი

· კან­ფე­ტი